მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7029.6
-0.0086
flag
AZN 1.583
0
flag
CNY 37.799
-0.0005
flag
EUR 3.1502
-0.0149
flag
GBP 3.645
-0.0106
flag
KZT 49.98
-0.0015
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.692
-0.0001

წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჩვენი პროგნოზით, უცვლელი დარჩება - ოთარ ნადარაია

news image

2025 წლის ბოლომდე თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მონეტარული პოლიტიკის 8%-ზე შენარჩუნებას ელოდება. როგორც ნადარაიამ Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 2026 წლიდან არის მოსალოდნელი.

„სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, რომ წლის ბოლომდე უცვლელად იქნება შენარჩუნებული განაკვეთი და მომავალ წელს უკვე ველოდებით შემცირებას. თიბისი კაპიტალის პროგნოზია, რომ წლიური ინფლაცია კიდევ გაიზრდება და წლის ბოლოს დაახლოებით 4.5%-ზე ჩამოყალიბდება. მომავალ წელს კი ველოდებით, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

თავისთავად, რისკები ორივე მიმართულებით არის. როგორც ეს სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, როგორც ფასებზე მოქმედი გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ისე ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით ქვეყნის შიგნით. როგორც ყოველთვის, არამხოლოდ ჩვენი, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დინამიკა იქნება აშშ-ში, და ამ მხრივ იქაც ბევრი წინააღმდეგობრივი არგუმენტია. თუმცა, განაკვეთების შემცირება აშშ-ში განიხილება,“ — აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რომელიც მაღალი მერყეობით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბლა ნარჩუნდება და აგვისტოს მდგომარეობით 2.8 პროცენტი შეადგინა. გარდა საბაზო ინფლაციისა, სხვა შედარებით ხისტი ფასების საზომები ზომიერად გაზრდილია, რაც ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაციამ აგვისტოში 4.2 პროცენტი შეადგინა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე.

სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც, მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის არსებული დინამიკა ძირითადად მიწოდების დროებითი ფაქტორებიდან მომდინარეობს, სებ-ი მაინც ირჩევს ფრთხილ მიდგომას, რათა ფასების მიმდინარე ზრდა გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებში არ აისახოს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა მის გრძელვადიან ტრენდთან ნელი დაახლოების ნიშნებს ავლენს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. კერძოდ, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა. ერთობლივი მოთხოვნის მის გრძელვადიან ტრენდთან დაახლოებას დამატებით  ხელს უწყობს, ფინანსურ ბაზარზე გამკაცრებული ფინანსური პირობები. ეს უკანასკნელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დინამიკაში აისახება.  

გლობალურად მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა ცვალებადია და მისი საბოლოო ფორმირება არაერთხელ გადაიხედა. მსგავსი ვითარება აძლიერებს გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციას. შედეგად, შესაძლოა წარმოიშვას მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები, რაც სტაგფლაციური გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური სიტუაციის ხელახალი ესკალაციაც ინფლაციურ რისკებს წარმოშობს, ვინაიდან მნიშვნელოვან წნეხს ახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე. მაღალინფლაციური სცენარის განხილვისას საყურადღებოა ადგილობრივ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებიც. კერძოდ, ფასების საერთო დონის მიზნობრივზე ზომიერად მაღალი ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, დროებითი იქნება, რადგან მისი ზრდა მეტწილად საბაზო ეფექტსა და სურსათის ინფლაციაში ერთჯერად კორექტირებას უკავშირდება. თუმცა, თუ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ხანგრძლივად შენარჩუნდება, ეს შესაძლოა ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობდეს.  ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.  სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასები მაღალი მერყეობით ხასიათდება, თუმცა, თუ ფასები მოსალოდნელზე სწრაფად ნორმალიზდება, ეს გავლენა ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ამავდროულად, დოლარის ინდექსი გლობალურად შესუსტებულ პოზიციაზე ნარჩუნდება. ამ ტენდენციების მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასების დაღმავალი ტრენდი, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image “AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს

10.09.2025.17:51

რაც დრო გადის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო და უფრო მეტს მსჯელობენ. ბევრიც ამჩნევს, რომ ეს ინოვაცია ტექნოლოგიური სამყაროს საზღვრებს გასცდა და ბიზნესის დღის წესრიგში თავი დაიმკვიდრა. თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქმიანობაში, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობაში.

ამაზე პასუხი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის Cluster Product Owner-მა ტატა მომცელიძემ უკვე გასცა.  მან, პლატფორმა „ბიზნეს 360“-ის ფარგლებში, AI-ის გამოყენებაზე ორი ვორკშოპი გამართა. ღონისძიებებმა 4B-ის სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია — მონაწილეები სხვადასხვა სექტორებიდან, ცოცხალი დისკუსიებითა და შეკითხვებით ცდილობდნენ, გაეგოთ, როგორ შეიძლება გენერაციული მოდელები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს.

რატომ იყო ვორკშოპი ასეთი მოთხოვნადი?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფორმაციის პრაქტიკული ფორმით მიწოდება იყო.

„ინტერნეტში AI-ზე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ის ხშირად ფრაგმენტულია და ზედმეტად ტექნიკური. ბიზნესს კი კონკრეტული მაგალითები და მარტივი განმარტება სჭირდება — როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ საქმეში გამოიყენონ“, — აღნიშნავს ტატა.

მიზანი — დავამსხვრიოთ მითები

ვორქშოპის მთავარი ამოცანა იყო, ეჩვენებინა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი ორგანიზაციების პრივილეგია არ არის. ტატას ხედვით, პირიქით, ყველაზე დიდ სარგებელს ის მცირე და საშუალო ბიზნესს მოუტანს.

„AI შეიძლება გახდეს თქვენი მაღალკვალიფიციური ასისტენტი ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, მარკეტინგში, IT-ში — იქ, სადაც მცირე ბიზნესს ცალკე სპეციალისტის დასაქირავებლად რესურსი არ აქვს.“

ოთხი ნაბიჯი AI-ის გასაგებად

ტატა მომცელიძის ვორქშოპი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი

  1. AI-ის განვითარების მოკლე ისტორია;
  2. სამი პოპულარული გენერაციული მოდელის — ChatGPT, Claude და Gemini — შედარება და პრაქტიკული დემო.
  3. პრომპტის (კითხვების სწორად ფორმულირების) ტექნიკები;
  4. AI-ისუსაფრთხო გამოყენების წესები და რისკების გაცნობიერება.

მონაწილეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად განსხვავდება ენობრივი მოდელების პასუხები სწორი და არასწორი დავალების შემთხვევაში და რატომ არ უნდა გააზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია მოდელებთან მუშაობისას.

სპიკერი აღნიშნავს, რომ ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც AI-ის გამოცდილი მომხმარებლები, ისე ისინიც, ვინც ამ ტექნოლოგიას პირველად გაეცნო. მონაწილეები იყვნენ საბროკერო, მარკეტინგის, სამედიცინო, საცალო და IT სექტორებიდან. დისკუსიები მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ხოლო უკუკავშირი — განსაკუთრებულად პოზიტიური.

AI საქართველოს ბანკი ყოველდღიურობაში

როგორც მონაცემთა ანალიტიკის გუნდის წევრი, ტატა AI-ს თითქმის ყველა პროექტში იყენებს — რთული ტექნიკური დოკუმენტების გასაგებად, ინფორმაციის სწრაფად მოსაძებნად და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.

„ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან შემოსული პროექტების უმეტებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვასრულებთ, თუმცა გენერაციულ მოდელებს ძალიან ხშირად პირადი დავალებების შესრულებისთვისაც ვიყენებ. ახლა Google-ით ბევრად იშვიათად ვსარგებლობ — AI მოდელს ვაძლევ დავალებას და ის პოულობს, მიჯამებს და ფილტრავს საჭირო ინფორმაციას“, —  ამბობს ტატა.

პრაქტიკული რჩევები

ტატა მომცელიძემ ვორკშოპის მონაწილეებს არაერთი რჩევა გაუზიარა. მათ შორის, ახალბედებს რეკომენდაცია მისცა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ChatGPT-ზე, სცადონ სხვა მოდელებიც, როგორებიცაა Claude, Gemini, Perplexity, Grok, ან ვიზუალური მოდელები:Midjourney და Sora.

„ყველა მოდელს თავისი უნიკალურობა აქვს, მთავარია, იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, დაიწყეთ მარტივი დავალებებით და მოდელს ხშირად ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის უკეთესად მოერგება თქვენს საჭიროებებს და აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე დავალების თავიდან ახსნა“, —  განმარტა სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° კი აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა. 

ვორკშოპები პერიოდულად სხვადასხვა თემაზე იმართება, ხელოვნური ინტელექტის საკითხი კი საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ვორქშოპის ჩატარების გამოცდილება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროზე. იმედი მაქვს, რომ დამსწრეებმაც გაიზიარეს ყველა ის დადებითი ემოცია რაც მე ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე“, - დასძენს ტატა მომცელიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა