თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება“, - აცხადებს #ჩვენიანის შესახებ საუბრისას ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.
თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი და ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა.
„ლიბერთის რითეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი. შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები, შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით.“- აცხადებს თორნიკე კორძაია.
მისი თქმით, #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი
თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. ლიბერთის საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან.
კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს
30.12.2025.15:08
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.