მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

TOP 5 სადაზღვევო კომპანია სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში

news image

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 5,3%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2025 წლის 9 თვის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 12 090 661 ლარის პრემია მოიზიდეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 477 213 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 30,4%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში 3 677 589 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2025 წლის 9 თვის სტატისტიკით 2 001 147 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16,6%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელიც ბაზრის 12,3%-ის მფლობელია და 2025 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1 486 920 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა​, რომელმაც 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 1 113 857 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9,2%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2025 წელს 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით  921 327 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 7,6%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2025 წლის 9 თვეში 372 521 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 35,5%-ით მეტია, რადგანაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა  274 882 ლარი შეადგინა.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2025 წლის 9 თვეში  208 590 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას რისკების სადაზღვევო კომპანია უნისონი იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც  59 414 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2025 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო და სადაზღვევო კომპანია უნისონზე გადანაწილდა

არსებული მაჩვენებლებით, 2025 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 12 090 661ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 372 521 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 3% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა