მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.6
0.001
flag
AZN 1.5878
-0.0005
flag
CNY 38.214
0.0009
flag
EUR 3.1431
-0.0027
flag
GBP 3.5991
0.0018
flag
KZT 52.38
-0.0052
flag
TRY 0.0634
-0.0001
flag
USD 2.6996
-0.0009

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

news image

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 20%-ითაა შემცირებული. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ფულადმა ჩარიცხვებმა 3 076 153,8 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის 11 თვეში კი 3 815 585,4 ათასი დოლარი. 

მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, ქვეყანაში განხორციელებული ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე აშშ-ა, საიდანაც საქართველოში იანვარ-ნოემბერში 517 516,0 ათასი დოლარი ჩარიცხა. TOP 3-შია ასევე იტალია და რუსეთი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

  • აშშ - 517 516,0 ათასი დოლარი
  • იტალია - 516 097,5 ათასი დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 509 693,9  ათასი დოლარი
  • გერმანია - 243 985,8  ათასი დოლარი
  • საბერძნეთი  - 239 498,7  ათასი დოლარი
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს

09.12.2025.17:30

წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.

„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.

ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა