TOP 5 კომპანია, რომელმაც 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა - სტატისტიკა
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 35,1%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 15 112 075 ლარის პრემია მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 182 467 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზეც 2024 წლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 30,4% მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის განმავლობაში 4 590 348 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელმაც 2024 წლის სტატისტიკით 2 292 932 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 15,2% მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელიც ბაზრის 15,3%-ის მფლობელია და 2024 წლის 12 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 2 292 932 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც 2024 წელს 1 471 442 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9,7%-ის მფლობელი გახდა.
TOP 5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგი, რომელმაც 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 961 024 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,4%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წელს მ323 306 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 232%-ით მეტია, რადგანაც 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 97 393 ლარი შეადგინა.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წელს იყო 198 574 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია უნისონი იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 64 580 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, ირაოზე, უნისონსა და ალდაგზე გადანაწილდა.
არსებული მაჩვენებლებით, 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 15 112 075 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 323 306 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,1% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
ცნობისათვის, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 259 მილიონი ლარი. ამავე, პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე
27.03.2026.22:00
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.