TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემა საქართველოში ჩარიცხვების მიხედვით
საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით (ჩარიცხვები) სისტემა RIA აქტუალურობას არ კარგავს და ისევ პირველ ადგილზეა. 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 61,578.5 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24,4%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი, სისტემა თებერვალში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 55,152.6 ათას აშშ დოლარს მოემსახურა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 21,9%-ია.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით:
2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252,28 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,3% მოდიოდა.
2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ აშშ დოლარი (80,9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის თებერვლის (29,3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,0% ნაკლებია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.