მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

თებერვალში სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026 გაიმართება

news image

18 თებერვალს სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026 (HIF - Hospitality Investment Forum) სასტუმრო Sheraton Tbilisi-ში გაიმართება. HIF-ი წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან სასტუმრო ბრენდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებს, ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, ფინანსურ და საჯარო ინსტიტუციურ პარტნიორებს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლები და სპიკერები, როგორებიც არიან Ritz-Carlton, Anantara, Waldorf Astoria და Fairmont. აღნიშნული ბრენდების ლიდერები აქტიურად ჩაერთვებიან პანელურ დისკუსიებში და მონაწილეებს გაუზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას, გლობალურ ბაზრის ტენდენციებსა და წარმატებული პროექტების პრაქტიკას.

ასევე, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ქსელების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის Radisson Hotel Group, IHG Hotels&Resorts, Wyndham Hotels & Resorts, Hyatt, Marriott International, Minor Hotels, Aimbridge Hospitality, Hilton, BWH Hotels და Kempinski. ისინი პანელური დისკუსიების ფარგლებში ისაუბრებენ მრავალწლიან პრაქტიკაზე, საერთაშორისო ტრენდებსა და მოთხოვნებზე, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებსა და წარმატებული პროექტების რეალურ მაგალითებზე.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ისლანდიიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ვიეტნამიდან, ყატარიდან, აბუ დაბიდან, მალდივებიდან და ბალიდან.

ფორუმი ფუნქციონირებს ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კვიპროსი და ალბანეთი. იგი ყოველ ჯერზე აერთიანებს 1000-ზე მეტ მონაწილეს და სთავაზობს მათ პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან, წამყვან გლობალურ ბრენდებთან, კერძო ინვესტორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან.

HIF-ი მიზნად ისახავს სწრაფად მზარდი ბაზრების რეგიონალური ინტერესების გაერთიანებას. ფორუმი ქმნის სივრცეს, სადაც ხდება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების და პროექტების პოზიციონირება, ყალიბდება მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობები და საინვესტიციო გადაწყვეტილებები. იგი აღიარებულია, როგორც გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა საინვესტიციო დიალოგისა და გრძელვადიანი პარტნიორებისთვის.

ფორუმის პროგრამა მოიცავს ასევე სტრატეგიულ დისკუსიებს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, პანელურ განხილვებს, B2B ფორმატის შეხვედრებს, რომლებიც ორიენტირებულია რეალური პარტნიორების მოძიებასა და პრაქტიკულ შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, პირველად იქმნება პან-რეგიონული საინვესტიციო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს და საერთაშორისო ოპერატორებს, ხელს უწყობს პირდაპირ თანამშრომლობას და ამცირებს დამკვიდრებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს.

Hospitality Investment Forum-ის დამფუძნებელია Stone Development საერთაშორისო დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში.

აღნიშნული ფორუმი აძლიერებს საქართველოს, როგორც მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას. იგი საფუძველს უყრის დაინტერესებული მხარეების გრძელვადიან პარტნიორობას, ხელს უწყობს საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის მდგრადობას და შემდგომ განვითარებას.

რეგისტრაციისა და დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფორუმის ვებ-გვერდს:

https://www.hospitality-forum.com/ge

 

 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

05.03.2026.17:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა