მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.2
0.0034
flag
AZN 1.5685
-0.0008
flag
CNY 39.422
-0.0005
flag
EUR 3.1043
-0.0028
flag
GBP 3.5911
0.0001
flag
KZT 54.23
-0.0016
flag
TRY 0.058
-0.0001
flag
USD 2.666
-0.0013
news banner

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველ ნაკადთან შეხვედრების სერია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა

news image
mbc image

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ი ლიდერია

01.06.2026.07:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0.03%-ით შემცირდა

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 11,010,588   ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათი რაოდენობა 9,873,019  ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2026 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,783,583 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან კლებას, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 6,2%-იან ზრდას აჩვენებს.

აპრილის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 52,5%-ს Mastercard-ი ფლობს, VISA - 29,7%-ის, AMEX კი 14,6%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,272,392 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,4%-ია, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 24,2%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,604,477 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 0,9%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 15,3%-იან ზრდას აჩვენებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა