მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.3
0.0218
flag
AZN 1.6038
0.0044
flag
CNY 39.533
-0.0023
flag
EUR 3.1283
-0.0093
flag
GBP 3.6196
-0.0115
flag
KZT 56.68
0.0035
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7264
0.0075

"თბილისის ფინანსურმა სამიტმა" ხელი შეუწყო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის მიმართ საერთაშორისო ინტერესის გაღრმავებას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას - GFTN

news image

სინგაპურის გლობალური და ფინანსური ტექნოლოგიების ქსელი (GFTN) საქართველოში გამართული საერთაშორისო ღონისძიების - „თბილისის ფინანსური სამიტის" შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და სამიტის ფარგლებში გამართული დისკუსიების ძირითად საკითხებს აჯამებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" გახდა ერთგვარი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მომავლის ფინანსურ ტექნოლოგიებზე, ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და „შუა დერეფნის" როლზე, როგორც გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან ჰაბზე, მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს.

„სამიტმა ხელი შეუწყო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის მიმართ საერთაშორისო ინტერესის გაღრმავებას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას", - აღნიშნავს გლობალური და ფინანსური ტექნოლოგიების ქსელი.

ანგარიშის თანახმად, ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურა ბუნებრივად მიჰყვება სავაჭრო ნაკადებს. „შუა დერეფნის" განვითარება კი ზრდის ტრანსსასაზღვრო გადახდების, სავაჭრო დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანამედროვე გადაწყვეტების საჭიროებას, რაც საქართველოს შავი ზღვის რეგიონში რეგიონული ფინანსური აქტივობის კონცენტრაციის შესაძლებლობას აძლევს.

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პოზიციონირებას შავი ზღვის რეგიონში და იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას აქვს ტრანსსასაზღვრო გადახდების, სავაჭრო დაფინანსებისა და ციფრული ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული პროცესები „შუა დერეფნის" მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

„თბილისის ფინანსური სამიტი" გასულ წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და GFTN-ით თანაორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 % -ით არის გაზრდილი - სტატისტიკა

16.03.2026.16:13

2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.32 მლნ აშშ დოლარი ( 792.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 % -ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

295.32

100.00%

17.06%

ევროკავშირის ქვეყნები

132.51

44.87%

19.75%

დანარჩენი ქვეყნები

162.81

55.13%

14.96%

აშშ

54.34

18.40%

14.79%

იტალია

52.85

17.89%

19.07%

რუსეთის ფედერაცია

36.02

12.20%

18.78%

ისრაელი

25.36

8.59%

16.71%

გერმანია

24.39

8.26%

21.54%

საბერძნეთი

23.73

8.03%

21.77%

თურქეთი

10.85

3.67%

32.05%

ესპანეთი

7.77

2.63%

37.65%

საფრანგეთი

5.89

2.00%

24.86%

ყაზახეთი

5.86

1.98%

-5.41%

ირლანდია

5.08

1.72%

-3.77%

გაერთიანებული სამეფო

4.85

1.64%

33.34%

ყირგიზეთი

4.85

1.64%

-22.14%

აზერბაიჯანი

3.16

1.07%

-2.28%

პოლონეთი

2.68

0.91%

10.95%

არაბთა გაერთიანებული საამიროები

1.91

0.65%

5.52%

კანადა

1.90

0.64%

-0.14%

საუდის არაბეთი

1.80

0.61%

26.86%

კვიპროსი

1.75

0.59%

10.03%

ნიდერლანდები

1.70

0.58%

34.80%

იორდანია

1.57

0.53%

-21.19%

ბელგია

1.53

0.52%

41.07%

სომხეთი

1.35

0.46%

48.65%

ლიბანი

1.15

0.39%

67.77%

ავსტრია

1.02

0.35%

17.80%

ჩინეთი

1.01

0.34%

1234.42%

2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.0 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა