მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მლრდ 555 მლნ ლარს მიაღწევს

news image

2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თბილისის ბიუჯეტის მოცულობა. 
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას. მომავალი წლის ბიუჯეტიც გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი, სსიპ-ების, აიპ-ების საკუთარი შემოსავლების, გარდამავალი ნაშთისა და სესხების ჩათვლით 2 მილიარდ 555 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა პატარა შედარება გავაკეთო. მაგალითად, 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ, 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 815 მლნ ლარს. დღეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად სხვა ციფრები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანასთა სამინისტროს - ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ მომდევნო წლის პროექტებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით განაწილდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურისთვის განსაზღვრული ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი - 535 მილიონს. 
 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

06.02.2026.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6870 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა