TBC უზბეკეთი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ პლატფორმას სთავაზობს
TBC უზბეკეთმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი პლატფორმა TBC Business შექმნა, რომლის დახმარებითაც ცენტრალური აზიის ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში მეწარმეებისთვის სრულად ციფრული საბანკო სერვისის მიღება ხდება შესაძლებელი.
უზბეკეთის უმსხვილესი, სრულად ციფრული საცალო ბანკის წარმატებულ გამოცდილებასთან ერთად, TBC აფართოებს თავის წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის განახლებული პლატფორმის - TBC Business-ის შეთავაზებით. ეს ნაბიჯი არის ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს TBC-ის პროდუქტების წვდომის გაფართოებას, მომხმარებლის ახალ სეგმენტზე გასვლას და შემოსავლების ახალი ნაკადების დამატებას.
TBC Business-ის მეშვეობით პროდუქტების შემუშავდა იმ ხედვით, რომ ტრანზაქციული საბანკო მომსახურება იყოს მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი, რაც საშუალებას მისცემს უზბეკეთის მცირე და საშუალო ბიზნესს იზრუნონ თავიანთ საბანკო და მასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე ფიზიკურ ფილიალებში ვიზიტის გარეშე.
„TBC Business-ის შექმნით/ამოქმედებით ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს საბანკო მომსახურება, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ან მეწარმისთვის უზბეკეთში. ეს პროდუქტი განასახიერებს ჩვენს ვალდებულებას ინოვაციების წარმართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც მორგებულია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე. ქვეყანაში პირველი სრულად ციფრული ბიზნეს ბანკინგის სერვისის შეთავაზებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას უწყვეტი და ეფექტური ინსტრუმენტებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, ფოკუსირება მოახდინონ ბიზნესის განვითარებასა და ზრდაზე და არა ადმინისტრირებაზე. TBC Business-ის გაშვება არის მთავარი ნაბიჯი უზბეკეთის მასშტაბით მეწარმეებისთვის ფინანსური ლანდშაფტის ცვლილებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას“, - განაცხადა TBC Group-ის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა უზბეკეთში ნიკა ქურდიანმა.
TBC Business-ის დახმარებით ბიზნესებსა და მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ უნიკალური, სრულიად ქაღალდების გარეშე საბანკო მომსახურება. ამასთან, მათ შესაძლებლობა აქვთ გახსნან ანგარიში 3 წუთზე ნაკლებ დროში და არ სჭირდებათ რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა, ყველა მითითება და შემოწმება ხდება ავტომატურად. ახალი პლატფორმა ასევე მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 გადახდის სერვისებს, ასევე გუნდის ანგარიშის მენეჯმენტს და სხვა ფუნქციებს.
უზბეკეთი სწრაფად მზარდი ბაზარია, 37 მილიონი მოსახლეობით, რომელთაგან 59% 30 წლამდეა, რაც იწვევს ციფრულ ფინანსურ სერვისებზე მნიშვნელოვან მოთხოვნას.
სხვა სიახლეები
თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 % -ით არის გაზრდილი - სტატისტიკა
16.03.2026.16:13
2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.32 მლნ აშშ დოლარი ( 792.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 % -ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
|
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
|
სულ |
295.32 |
100.00% |
17.06% |
|
ევროკავშირის ქვეყნები |
132.51 |
44.87% |
19.75% |
|
დანარჩენი ქვეყნები |
162.81 |
55.13% |
14.96% |
|
აშშ |
54.34 |
18.40% |
14.79% |
|
იტალია |
52.85 |
17.89% |
19.07% |
|
რუსეთის ფედერაცია |
36.02 |
12.20% |
18.78% |
|
ისრაელი |
25.36 |
8.59% |
16.71% |
|
გერმანია |
24.39 |
8.26% |
21.54% |
|
საბერძნეთი |
23.73 |
8.03% |
21.77% |
|
თურქეთი |
10.85 |
3.67% |
32.05% |
|
ესპანეთი |
7.77 |
2.63% |
37.65% |
|
საფრანგეთი |
5.89 |
2.00% |
24.86% |
|
ყაზახეთი |
5.86 |
1.98% |
-5.41% |
|
ირლანდია |
5.08 |
1.72% |
-3.77% |
|
გაერთიანებული სამეფო |
4.85 |
1.64% |
33.34% |
|
ყირგიზეთი |
4.85 |
1.64% |
-22.14% |
|
აზერბაიჯანი |
3.16 |
1.07% |
-2.28% |
|
პოლონეთი |
2.68 |
0.91% |
10.95% |
|
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.91 |
0.65% |
5.52% |
|
კანადა |
1.90 |
0.64% |
-0.14% |
|
საუდის არაბეთი |
1.80 |
0.61% |
26.86% |
|
კვიპროსი |
1.75 |
0.59% |
10.03% |
|
ნიდერლანდები |
1.70 |
0.58% |
34.80% |
|
იორდანია |
1.57 |
0.53% |
-21.19% |
|
ბელგია |
1.53 |
0.52% |
41.07% |
|
სომხეთი |
1.35 |
0.46% |
48.65% |
|
ლიბანი |
1.15 |
0.39% |
67.77% |
|
ავსტრია |
1.02 |
0.35% |
17.80% |
|
ჩინეთი |
1.01 |
0.34% |
1234.42% |
2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.0 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.