მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებისას ვეყრდნობით მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს - სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

news image

დაბალ და სტაბილურ ინფლაციას საქართველოში მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, თუ სებ-ი დაინახავს, რომ მიუხედავად გლობალური ინფლაციური რისკებისა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ნარჩუნდება, მაშინ კომიტეტს ექნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გააგრძელოს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილების, კომიტეტის გადაწყვეტილების დროს ჩვენ ვეყრდნობით მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს და ასევე, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ რას ველოდებით მომავალში და რა რისკებს ვხედავთ.

ამჟამად, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ საქართველოში ინფლაცია სტაბილურად ნარჩუნდება მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო. აპრილის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 3.4%  შეადგინა და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, ეს არის თუ რა დგას ამ მიმდინარე ტენდენციების უკან. დაბალ და სტაბილურ ინფლაციას საქართველოში მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ. კერძოდ, ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს და გლობალური ეკონომიკური ტენდენციების საქართველოზე გადმოცემას, მოგეხსენებათ, რომ გლობალურად რისკები საკმაოდ მაღალია და ეკონომიკური გაურკვევლობა მიმდინარე ტენდენციების ფონზე არის საკმაოდ მაღალი. ამ ეტაპზე საქართველოზე გადმოცემის კუთხით სურსათის საერთაშორისო ფასები ზრდის მიმართულებით გადმოგვეცემა, თუმცა ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციაზე. საბოლოო ჯამში, ანუ ამ ტენდენციის პარალელურად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ხედავს ასევე ინფლაციურ რისკებსაც გაურკვევლობის ფონზე და სწორედ ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე და საპროგნოზო სცენარებიდან ანალიზიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ უმჯობესია გაგრძელდეს ფრთხილი მიდგომა განაკვეთის შემცირების მიმართულებით და ამ ეტაპზე 8%-ზე შევინარჩუნეთ.

თუ დავინახავთ ტენდენციებს, რომ მიუხედავად ინფლაციური რისკებისა, რაც გლობალურად არსებობს, ინფლაცია სტაბილურად, მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ნარჩუნდება, გვექნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გავაგრძელოთ. თუმცა, პირიქით თუ დავინახეთ, რომ ინფლაციური რისკები მწვავეა და ეს რისკები რეალიზდება, შესაძლებელი არის, რომ ეს მიმდინარე მკაცრი პოზიციის შენარჩუნება უფრო დიდხანს გახდეს საჭირო“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ეროვნული ბანკი არის კონცენტრირებული იმაზე, რომ რეზერვები დააგროვოს - თამთა სოფრომაძე

13.05.2025.11:35

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეს არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საგარეო შოკები და მისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, არის საშიშროება საქართველოს ეს შოკები გადმოეცეს. 

„ეს არის გარკვეული ბუფერი, რომელსაც გამოიყენებ იმისთვის, რომ ნეგატიური ზეგავლენები რაც მოდის ეგზოგენური საგარეო შოკებიდან გაანეიტრალონ. შესაბამისად, რეზერვების მართვის პოლიტიკა არის ის, რომ გვქონდეს ადეკვატურ დონეზე, საჭირო დონეზე. ადეკვატურობის დონის შეფასებისას რაც არსებობს საერთაშორისო ინდიკატორები არის გარკვეული მინიმუმი ზღვარი და არის ასევე მაქსიმალური ზღვარი. რეზერვების უსასრულო დაგროვება არც ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება და გარკვეული ეტაპის შემდეგ, ეს შეიძლება ხარჯიანიც იყოს. აქედან გამომდინარე, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს რეზერვების ადეკვატურობას არის გარკვეული მინიმუმი და არის გარკვეული მაქსიმუმი. ჩვენი მიზანი ყოველთვის არის, რომ რეზერვები ამ ადეკვატურობის ფარგლებში გვქონდეს. როდესაც ბაზარი გვაძლევს ამის შესაძლებლობას ყოველთვის ეროვნული ბანკი არის კონცენტრირებული იმაზე, რომ რეზერვები დააგროვოს და საჭიროება როცა დგება, საჭირო ხდება ამ გარე ფაქტორების განეიტრალება - ინტერვენციების სახით ბაზარს მიაწოდო შესაბამისი უცხოური ვალუტა. რომ შევაჯამოთ გასული წელი და წლევანდელი წელი რა ტენდენციებიც არის, არის ის, რომ იყო ბაზარზე გარკვეული უარყოფითი მოლოდინებით გაჩენილი რყევები და ეროვნული ბანკის სტრატეგიის შესაბამისად, როდესაც გაცვლითი კურსის მერყეობას ჭარბი ფაქტორები და არა ფუნდამენტური ფაქტორები იწვევს ეროვნული ბანკი ერევა. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გვაქვს და გაცვლით კურსს საბოლოო ჯამში ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები აყალიბებს. შარშან იყო ის მომენტი, რომ ეკონომიკური, ფუნდამენტი ფაქტორები იყო ძლიერი, აქედან გაცვლით კურსზე ზეწოლა არ მომდინარეობდა, თუმცა უარყოფითი მოლოდინებიდან და სენტიმენტებიდან გამომდინარე წარმოიქმნა ჭარბი ზეწოლა და ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა ეს ჭარბი ზეწოლა გაანეიტრალა. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იყო ძლიერი, გაცვლითი კურსის ტენდენცია შემოტრიალდა და ამ ტენდენციებიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა რეზერვები დაეგროვებინა და ნოემბერშიც, დეკემბერშიც და მარტის მონაცემებითაც, რაც უკვე გამოქვეყნებული არის, ეროვნულმა ბანკმა წმინდა შესყიდვები განახორციელა.  აპრილის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 208 000 000-ით გაიზარდა და 4 500 000 000 არის. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ გარდა ამ პოლიტიკისა მნიშვნელოვანი არის სარეზერვო აქტივები. აქედან გამომდინარე, შარშან ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქტივების დივერსიფიკაცია გაეკეთებინა და დაემატა ოქრო, როგორც ერთ-ერთი აქტივი და ოქროს ფასის ზრდიდან გამომდინარე ოქრო შესყიდვის მომენტიდან დღემდე დაახლოებით 250 000 000 -მდე დამატებითი შემოსავალი მივიღეთ რეზერვებში“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა