SWIFT-ის, როგორც ეფექტური საგადახდო სისტემის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცევა, თავად ამ სისტემას ასუსტებს - ნათია თურნავა
SWIFT-ის, როგორც ეფექტური საგადახდო სისტემის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცევა, თავად ამ სისტემას ასუსტებს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, თავად ევროკავშირი ფიქრობს უკვე ალტერნატიული საგადახდო სისტემის შექმნაზე.
„მე უკვე როგორც ცენტრალური ბანკირი, როგორც ეკონომისტი და სიახლეს არ ვამბობ - SWIFT-ის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ეფექტური, ძალიან სანდო საგადასახადო სისტემის ხსენება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღის, საბოლოო ჯამში თვითონ ამ სისტემას ასუსტებს და იწვევს სურვილს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატივებზე იფიქრონ. მაგალითად, ევროკავშირშიც ახლა და ძალიან ბევრ შეხვედრას ვესწრებით ამასთან დაკავშირებით, სულ უფრო ხშირია საუბარი ე.წ სტრატეგიულ ავტონომიაზე საგადახდო სისტემაში. ევროკავშირის ქვეყნებიც კი დაფიქრდნენ, რომ მოდით იქნება SWIFT-ისგან დამოუკიდებელი, MASTERCARD-ისგან და VISA-სგან დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა შევქმნათ. წამდაუწუმ SWIFT-ის ხსენება და რაღაც პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში, პირველ რიგში აზარალებს თვითონ SWIFT-ს და ამ სისტემის მონაწილე შემქმნელ ქვეყნებს იმიტომ, რომ ამ სისტემის მიმართ ნდობა იკარგება.
ევროკავშირია პირველი ვინც სტრატეგიულ ავტონომიაზე და დამოუკიდებელ საგადახდო სისტემაზე იწყებს მუშაობას და რა გასაკვირია, რომ სხვა რეგიონებში, სხვა ქვეყნებიც იმავეს ფიქრობდნენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დოკუმენტაციის საჯარო განხილვა ჩატარდა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.09:56
აპრილში მარტის მონაცემთან შედარებით მეტი რეზერვი გვაქვს შეძენილი, - ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, სებ-ს ხელოვნურად არ უჭირავს კურსი და როცა საშუალება აქვს ახდენს რეზერვების შევსებას.
„პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ხელოვნურად არანაირად არ გვიჭირავს კურსი. ეს შეუძლებელიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რეზერვების აკუმულირებას და გაზრდას, არ არის ჩვენი ამოცანა, რომ ხელოვნურად რამე დავიჭიროთ. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას დეკლარირებული აქვს მცურავი სავალუტო კურსი, რასაც თავისი დატვირთვა და დანიშნულება აქვს. თუკი რაიმე ასტაბილურებს ბოლო პერიოდებში და ბოლო წლებში და ბოლო თვეებში ჩვენს სავალუტო ბაზარს, ეს არის ჩვენი ეკონომიკა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ძალიან კარგი სტაბილური შემოდინება უცხოური ვალუტის ჩვენს ბაზარზე. ანუ თვითონ ბაზარი და ეკონომიკური ჯანსაღი მდგომარეობა ასტაბილურებს ლარს.
რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის წერტილოვანი მცირე ინტერვენციები განახორციელოს მანდატის ფარგლებში. როდესაც ვხედავთ, რომ ეკონომიკა სტაბილურია და არაფერი არ უნდა ემუქრებოდეს ზოგადად ვალუტას, მაგრამ დავუშვათ რაღაცა სპეკულაციებია, არის აჟიოტაჟი და მცდელობა, რომ იმოქმედო ბაზრის მონაწილეების სენტიმენტებზე, განწყობებზე, სუფთა განწყობებიდან გამომდინარე ხდება მოკლევადიანი რყევები. ასეთი მოკლევადიანი რყევების დროს ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ ეს დავასტაბილუროთ და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ ზოგადად ლარის მიმართ ნდობა. მინდა გითხრათ, რომ ნოემბრიდან მოყოლებული პრაქტიკულად ჩვენ ძირითადად ვალუტის შესყიდვის და რეზერვების აკუმულირების რეჟიმზე ვართ გადასულები. ჩვენ გვაქვს ჩვენი წესი, რომ მომდევნო თვის 25 რიცხვში წინა თვის შედეგებს ვაქვეყნებთ ე.წ BMatch პლატფორმით რამდენი შევიძინეთ. ახლა გამოვაქვეყნეთ მარტის შედეგები. აპრილში, ეს ციფრი გახდება ცნობილი ერთი თვის შემდეგ, რამდენიმეჯერ უფრო მეტი გვაქვს შეძენილი და ბაზარი გვაძლევს ამის საშუალებას“, - აცხადებს ნათია თურნავა.
აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ეროვნული ვალუტა იუბილარია.
„წლევანდელი წელი გვაქვს საიუბილეო. ჩვენი ლარი ხდება 30 წლის. ლარი არის ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლო და ჩვენი ფინანსური სიძლიერის სიმბოლოდაც იქცა განსაკუთრებით, ბოლო წლებში რადგან ლარის მიმართ ნდობა მზარდია. ეს დეპოზიტების ლარში განთავსების მზარდ ტენდენციაში აისახება. იმიტომ, რომ ადამიანებს მოუნდათ დანაზოგის შექმნა ლარში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ძირითადად წლის განმავლობაში გვაქვს საშუალება, რომ პირიქით რეზერვი გავზარდოთ დოლარი ვიყიდოთ. ასეთი მდგომარეობაა, დადებითი მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკაში. შემოდინება ძლიერია, ექსპორტიდან შემოდინება, ტურიზმიდან შემოდინება ამის სრული საშუალება გვაქვს. თუკი დადება მსგავსი მომენტი, როდესაც მანდატის ფარგლებში საჭიროდ ჩავთვლით, რომ ჩავერიოთ და ბაზარს მივაწოდოთ ვალუტა იმისთვის, რომ მოკლევადიანი რყევები დავასტაბილუროთ და ამ კუთხით არ შევქმნათ რაღაცა, არ გავაღვივოთ ნეგატიური მოლოდინები და ლარის მიმართ და ნდობის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ჩვენ ამას ყოველთვის დროულად გავაკეთებთ, მაგრამ მთლიანობაში ყოველთვის გვირჩევნია, რომ ვაკეთოთ აკუმულირება. მომართულები ვართ ჩვენი რეზერვების ზრდისთვის. თუ საჭიროება გახდება რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ფუნქციას შევასრულებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.