მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია

news image


სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით Tbilisi Gastro Week - საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალი გაიხსნა.
18-22 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავი შეფები და კულინარიული ექსპერტები.
კვირეული აერთიანებს ექსკლუზიური ვახშმების სერიას და ვორქშოპებს, სადაც თითოეული საღამო ეთმობა მოწვეული შეფისა და ქართველი შეფის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებს.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა - მდგრადი გასტრონომია.
Tbilisi Gastro Week 2025-ის მიზანია საქართველოში მდგრადი გასტრონომიისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და მისთვის ეკოლოგიური, სოციალური და ეთნიკური მნიშვნელობის მინიჭება.
სტუდიო ლიბერთი, Mastercard-თან ერთად ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია.
სტუდიოს Mastercard World Elite ბარათის მფლობელები, კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ლიბერთი ბანკთან და წელს სტუდიო ლიბერთი იქნება საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის სტრატეგიული პარტნიორი.
18 ივნისს აღინიშნება მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე და მეორე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებას.
მეტად სიმბოლურია ის, რომ სწორედ 18 ივნისს, ბოდბეში გაიხსნება გასტრონომიული კვირეული და Tbilisi Gastro Week-ის ფარგლებში, საქართველო მსოფლიოში ცნობილ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებს და კულინარიულ ექსპერტებს უმასპინძლებს,“
- ირაკლი ნადარეიშვილი, Tbilisi Gastro Week-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი.

„სტუდიო ლიბერთის სახელით ვულოცავთ Tbilisi Gastro Week-ის გუნდს ფესტივალის გახსნას.
მოხარულები ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, სტუდიო ლიბერთი არის საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის - Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორი.
ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივას და აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს - სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს - განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო გასტრონომიული ტურიზმის გამორჩეული მიმართულების ჩამოყალიბებაში,“
- ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.
სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

31.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა