მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია - ნათია თურნავა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, სადაც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრები.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური გუნდი აშშ-ში საკმაოდ პოზიტიური გზავნილებით ჩავიდა და აშშ-დანაც პოზიტიური გზავნილებით დაბრუნდა.

„დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან ბევრი გარე გამოწვევა არსებობს, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ფრაგმენტაციის პროცესი, გადალაგება სავაჭრო ნაკადების და ასე შემდეგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება. განსაკუთრებით ჩვენი ორი დიდი საფინანსო პარტნიორი ორგანიზაციის სახით, სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები ტარდებოდა ვაშინგტონში, ყოველწლიურად ატარებს სსფ და მსოფლიო ბანკი. ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ჩავედით გაძლიერებული დელეგაციით: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობდა დელეგაციას. ასევე ვიყავით ფინანსთა მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი. გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები სსფ-ს სხვადასხვა დონეზე, ეს იყო როგორც მენეჯმენტთან, მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს მისიასთან და მათ ხელმძღვანელებთან, ჩვენი ქვეყნების ჯგუფის - ჯგუფებად არის დაყოფილი და იქ არის საქართველო და ამ ჯგუფის ხელმძღვანელებთან. ასევე მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის პირებთან, სადაც ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების სტატუსებზე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. იყო ძალიან კარგი სამუშაო ვიზიტი. მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საგაზაფხულო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულია და რეგულარულია, ტარდება განსაკუთრებულ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის ეკონომიკური გლობალურ პროცესები. ანუ გლობალური ეკონომიკის წესრიგს გადალაგება ხდება. თუ კი წინა პერიოდი და მრავალი ათწლეული გვქონდა ჩვენ ე.წ. გლობალიზაციის მიმართულება, გლობალიზაციის ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა რეგიონი უფრო მეტად შეკავშირებული ხდებოდა სავაჭრო ურთიერთობებით, ტექნოლოგიებით, ინდუსტრიული ღირებულებების ჯაჭვით.
ეს არ დაწყებულა დღეს, გუშინ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძლიერდებოდა უკუპროცესები. ანუ გლობალიზაციის და გლობალური ვაჭრობის გაძლიერების და შეკავშირების ნაცვლად უფრო საპირწონე პროცესი წავიდა, რომელიც.. ფრაგმენტაცია ეწოდება მას, პირიქით უკუპროცესი, რომელმაც ახლა ალბათ თავის პიკს მიაღწია. იგივე ახალი სატარიფო ინიციატივები, სავაჭრო დაპირისპირება და დაძაბულობა, ასევე გეოპოლიტიკური პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომი, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებში და აქედან გამომდინარე ეს შეხვედრებიც იყო არამარტო საქართველოს დელეგაციისთვის, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. იყო სწორედ ამ ეგიდით წარმართული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ შეხვედრებზე ყველა საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც ახლა არსებობს. თურნავას განმარტებით, შეხვედრის ყველა მსჯელობდა იმ გაურკვევლობაზე, არაპროგნოზირებადობაზე, რაც ზოგადად სუფევს გლობალურ ეკონომიკაში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Mastercard-ი საქართველოში ახალ ტურისტულ ინიციატივას იწყებს - პარტნიორობა Rezto-სთან უცხოელ ტურისტებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს

22.06.2025.00:26

Mastercard, ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი, საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილ ინიციატივას აძლიერებს და Rezto-სთან, ქართულ ციფრული სარესტორნო პლატფორმასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ

ახალი ინიციატივა Mastercard-ის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უნიკალური, ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისების შეთავაზებას

„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი და ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ტურისტული პროგრამების ლოგიკურ გაგრძელებას", - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა Rezto-სთან პარტნიორობა, რათა ჩვენი რეგიონის  500 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოში უნიკალური გამოცდილება მიიღოს”.

Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით: 

  • მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებები www.rezto.ge-ის პარტნიორ რესტორნებში
  • შეძლებენ წინასწარ შეუკვეთონ სასურველი კერძები და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები
  • სწრაფად და მარტივად დაჯავშნიან სასურველ ადგილს ციფრული პლატფორმის მეშვეობით
  • მიიღებენ მრავალენოვან მხარდაჭერას ჯავშნისა და შეკვეთის პროცესში

ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში მიიღონ ევროპული სტანდარტის ციფრული სერვისი ლოკალური გემოს გამოცდილებასთან ერთად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც მაღალი კლასის სასტუმროების რესტორნებს, ისე ლოკალურ ობიექტებს, რომლებიც ტურისტებს ქართული გასტრონომიული ტრადიციების ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობენ. - დავით წიკლაური, Rezto- დამფუძნებელი.

Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე

საქართველო ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია ჩვენს რეგიონში და ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალური ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე არის აგებული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები და მომხმარებლებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ტურისტები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ციფრული სერვისების გამოყენებასა და გამარტივებული საგადახდო ფორმებით სარგებლობაზე", - განმარტავს დავით ზღუდაძე.

Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა