მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება - ნათია თურნავა

news image

სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება, რაც ხელს უწყობს სექტორის მიმართ ნდობას და ინვესტორთა ინტერესის ამაღლებას. მისასალმებელია ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პოზიტიური შეფასება. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სააგენტოს მიერ ხაზგასმულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და აქტიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს მათ საპასუხოდ, იქნება ეს დოლარიზაცია თუ არარეზიდენტების ანაბრებიდან მომდინარე რისკები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ S&P Global Ratings - ის შეფასებასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings - მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შეფასებაა სხვა  ქვეყნებთან შედარებით.

გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

07.05.2025.17:56

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219  ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  0.0114  ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა