სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების განხორციელებაზე
აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმების შემდეგ განაცხადა. აღნიშნული პარტნიორობა კი გულისხმობს ფულის გადარიცხვას მყისიერად, ყოველგვარი დროის შეზღუდვების გარეშე.
„მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემის დანერგვის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმდი გაფორმდა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.17:05
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1875 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7181 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7181 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1875 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.