შესაძლებლობები დამწყები ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ორგანიზაცია აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს ავითარებს და დამწყებ ბიზნესს საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს. ბიზნეს მობილბანკის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ ხარჯები, სწრაფად და მარტივად მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია, მიიღონ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, შეასრულონ ტრანზაქციები, ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტი და დისტანციურად მართონ ფინანსები. მათ შორის ახალ ბიზნესს შეუძლია:
ანგარიშის გახსნა
ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი ონლაინ გახდეთ და სასტარტო ბიზნეს ნაკრები გაააქტიუროთ. თუ ჯერ არ გაქვთ ბიზნეს ანგარიში, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, პირველივე გვერდზე აირჩიეთ „ანგარიშის გახსნა“ და პროცესს სულ რამდენიმე წამში დაასრულებთ. სრული ვიდეოინსტრუქცია ნახეთ აქ.
ნაკრების გააქტიურება
ბიზნეს ნაკრები მოიცავს ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტებს, სერვისებს და შეთავაზებებს ერთიანი საკომისიოს ქვეშ. ბიზნესების ზომისა და საჭიროებების მიხედვით, საქართველოს ბანკში ხელმისაწვდომია ოთხი ნაკრები:
თითოეული ნაკრები განხვავდება გადარიცხვებზე ტარიფებით, განაღდების საკომისიოებითა და სხვა პარამეტრებით. ახალ რეგისტრირებულ ბიზნესს შეუძლია სასტარტო ნაკრები გაიაქტიუროს და საჭირო სერვისებით 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს.
ნაკრების გააქტიურების ვიდეოინსტრუქცია ნახეთ სრულად აქ.
ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა
ბიზნეს ბარათების შეკვეთა შესაძლებელია როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში სრულად დარეგისტრირდებით. თუ უკვე გაქვთ ბიზნეს მობილბანკი, ბარათის შეკვეთას მის მენიუში, განაცხადების გვერდზე შეძლებთ. ინფორმაციისთვის, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია როგორც Mastercard, ისე Visa ბარათები. ბარათების შეკვეთის სრული ვიდეოინსტრუქცია ნახეთ აქ.
ამონაწერის ამოღება
ბიზნეს მობილბანკი რუტინული ფინანსური დავალებების შესრულებაშიც ეხმარება ბიზნესს. აპლიკაციაში შესაძლებელია ამონაწერის გენერირება, რომელიც ბიზნესს დეკლარაციის შევსებაში ეხმარება — ამონაწერი იქმნება როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით. საგულისხმოა, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში კომპანიები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას წარადგენენ, აღნიშნული ფუნქციონალი სწორედ ამ პროცესს ამარტივებს.
საგადასახადო სისტემების, დეკლარაციის შევსებისა და მსგავსი საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დამწყებ ბიზნესებსა და მეწარმეებს შეუძლიათ გაეცნოთ საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მეწარმეობის საწყისებს“.
ფინანსური ტრანზაქციები
ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება, კომუნალურების დაფარვა, თანხის კონვერტაცია, ამონაწერის ამოღება, ნაშთების კონტროლი და სხვა ოპერაციები, რომლებიც ფინანსების მართვას უკავშირდება. აპლიკაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესები სხვადასხვა ტრანზაქციას სრულად დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე ასრულებენ.
გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია შეთავაზებები, რომლებიც მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე, რაც ბიზნესის საწყის ეტაპზე ხარჯების დაზოგვაში დაეხმარებათ.
მეტი ინფორმაციისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას