მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

SEPA-ში გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის მიერ - სებ

news image

SEPA-ში გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის მიერ - ამის შესახებ სებ-ში აცხადებენ.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ რეგულაციაზე, რაც SEPA-ში გაწევრიანებისთვის არის მოთხოვნული და ამ დროისათვის მიდი დიდი ნაწილი უკვე არის შესრულებული.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) გასაწევრიანებლად. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რითაც გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის (DG FISMA) მიერ.
 
კერძოდ, SEPA-ში გასაწევრიანებლად, სებ-მა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა. მათ შორის, აღსანიშნავია საზედამხედველო პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის დირექტივებთან (AMLD) დაახლოება.
 
ჩამოყალიბდა და განახლდა რიგი მარეგულირებელი დოკუმენტები. მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების და საკორესპონდენტო ურთიერთობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სახელმძღვანელოები. ასევე,  გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება და სხვა. უკვე დანერგილია AML ჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნების წესი, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის ხარისხის ამაღლებას.
 
მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ვირტუალური აქტივების რეგულირების მიმართულებით მიღწეული პროგრესიც. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, სებ-მა შეიმუშავა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების ჩარჩო, მოამზადა სამართლებრივი აქტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც საფუძვლად დაედო Moneyval-ის მიერ საქართველოს  შეფასების გაუმჯობესებას მე-15 რეკომენდაციაზე.
 
 ამასთან ერთად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სებ-ის მიერ შესრულების პროცესშია რამდენიმე რეკომენდაცია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, ანგარიშთა ცენტრალური რეესტრის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესაქმნელად. კერძოდ, ხორციელდება სწრაფი გადახდების სისტემის (IPS) პროექტის ფარგლებში ცენტრალიზებული ანგარიშთა რეესტრის შექმნა იმგვარი ფორმით, რათა მან სრულფასოვნად დააკმაყოფილოს ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნები.
 
რაც შეეხება სებ-ის მიერ შესასრულებელ ამოცანებს, მთლიანობაში, SEPA-ში გაწევრიანების დიდი ნაწილი შესრულებულია. აღნიშნული სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა SEPA-ში გაწევრიანების საფუძველს. სებ-ი, ისევე როგორც სხვა პასუხისმგებელი უწყებები, განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებითი იქნება“, - აცხადებენ სებ-ში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

10.10.2025.16:59

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1385 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7117 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს  2.7125  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1385 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1517  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა