სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $163.6 მილიონით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.0%-ით შემცირდა (-163.6 მლნ აშშ დოლარი).
„ამასთან, სექტემბერში სებ-მა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 64.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 44.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ბაზრისთვის შეთავაზებული 50 მლნ აშშ დოლარიდან.
Galt & Taggart-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი 1.24 მლრდ აშშ დოლარის წმინდა მყიდველია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.