მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

სებ-მა თიბისი ბანკი დააჯარიმა

news image

სებ-მა თიბისი ბანკი დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განხორციელდა კომერციული ბანკის სს „თიბისი ბანკს“ დაჯარიმება 250 000 ლარის ოდენობით. კერძოდ:

„4  კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3 მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის გამო;

1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

1 კლიენტთან მიმართებით კლიენტის KYC დოკუმენტის განუახლებლობის გამო;

23 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები;

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევის გამო;

20 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);

46 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის);

1 შემთხვევაში ბანკის მხრიდან „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის N313/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი

17.02.2026.20:13

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება.  როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამყარებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, თავად სააგენტოების საჯარო მოდელები მიუთითებს, რომ საქართველოს რეიტინგი ერთი ან ორი საფეხურით უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად არის დაფიქსირებული. 

მინისტრის შეფასებით, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ გეოპოლიტიკური გარემო რჩება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა შოკის პირობებში მდგრადობა არაერთხელ დაამტკიცა.

„სარეიტინგო კომპანიებთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - სამივე სააგენტოსთან  და საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა ახლა კონკრეტულად. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, რეზერვების ზრდის მიმართულებით. თვითონ სარეიტინგო კომპანიების მოდელები, რომელიც საჯაროა და თვითონვე აქვეყნებენ, აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს ერთი ან ორი საფეხურით მაღალი რეიტინგი, ვიდრე ფაქტობრივი შედეგია დაფიქსირებული. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სარეიტინგო კომპანიებთან იმისთვის, რომ ეს წარმატება სრულად აისახოს ქვეყნის რეიტინგებში. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი აქ მაინც არის გეოპოლიტიკა და სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, მსოფლიოში არის. თუმცა, ამ მიმართულებითაც საქართველოს ეკონომიკამ ძალიან წარმატებით დაამტკიცა, რომ ეს იქნება ეკონომიკური თუ არაეკონომიკური შოკები, საკმაოდ მდგრადია და ყოველი შოკიდან შემდგომ ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული ეკონომიკური პარამეტრებით გამოდის“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი რესურსი უფრო შეღავათიანი პირობებით მოიზიდოს. 


„საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება, ერთის მხრივ, მისცემს უპირატესობას იმას, რომ უფრო შეღავათიანი პირობებით შეძლებს ქვეყანა მოიზიდოს დამატებითი რესურსი. საქართველოს, როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რეიტინგების გაუმჯობესებასაც და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესიც უფრო დაბალ პროცენტში და უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდავს თანხებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ კუთხით რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ხუციშვილი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა