სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტი „თრასთ კაპიტალი“ 23 ათასი ლარით დააჯარიმა
სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტი „თრასთ კაპიტალი“ დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა არ განხორციელებულა.
„სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2021 წლის 24 აგვისტოს, რეგისტრაციის ნომრით სგს-0120232. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციიდან ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ორგანიზაციაში არ არის დანერგილი AML/CFT ფუნქციონალის მქონე პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სესხის გამცემ სუბიექტს შპს „თრასთ კაპიტალს“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 23,000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე გათანსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
30.09.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1999 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.026 ლარი შეადგინა.