სებ-მა საფინანსო სექტორში ოპერირებადი 20 სუბიექტი დააჯარიმა
სებ-მა 20 ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა დაჯარიმებულთა შორის არიან: ვალუტის გადამცვლელი პუნქტები - შპს "ტიფლისი", შპს "თეთრი", შპს "კარგი დღე", შპს "ბიტკროსს", შპს "გიგა 1974", შპს "ფავორიტი-54", შპს "პეიფაი", შპს "ემ ენდ ემ“, შპს "ნუკი“.
ასევე ფულადი ჯარიმებია დაკისტრებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ინდივიდუალური მეწარმე "ინდივიდუალური მეწარმე თამარ ფატლაძის", ინდივიდუალური მეწარმე "ალბერტ აკოფიანის", ინდივიდუალური მეწარმე "მამუკა მარიამიძის", ინდივიდუალური მეწარმე "თამარა აბაშიძის“, ინდივიდუალური მეწარმე "მიხეილ ფიფიას" , ინდივიდუალური მეწარმე "ანა ქულუსაშვილის" მიმართ.
სებ-მა დააჯარიმა ასევე სესხის გამცემი სუბიექტები: სს "იბა ჯეო", შპს "საქართველოს აღსრულების სამსახური" და შპს "საფინანსო პლიუსი".
მარეგულირების მხრიდან დაჯარიმებულია ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "პეიფაი".
იმ კომპანიების თუ ინდ.მეწარმეების ჩამონათვალში, რომელთაც სებ-მა ფულადი ჯარიმა დაუწესა, ასევე არიან: სს "ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს" და სს "ქაფითალ ქრაფთ“.
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
