სებ-მა „ლომბარდო“ დააჯარიმა - დეტალები
სებ-მა სესხის გამცემ სუბიექტი „ლომბარდო“ დააჯარიმა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 12 თებერვალს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სადაზღვევო ბროკერმა, გადაზღვევის ბროკერმა, სესხის გამცემმა სუბიექტმა, ადვოკატმა, საადვოკატო ბიურომ, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს“. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს, შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ლომბარდო“-ს მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 6,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემ სუბიექტს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 5,000 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, მას არ გააჩნია საეჭვო/უჩვეულო და დანაწევრებული/დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, ხოლო სანქციადაკისრებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის (ტესტირების პროცესში პროგრამამ ვერ შეძლო ყველა სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა/ბლოკირება) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 4,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, ოთხ კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანობის არსი, საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 8,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის, ორ კლიენტს არ ქონდა მინიჭებული რისკის დონე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 4,000 ლარის ოდენობით.
სესხის გამცემ სუბიექტს შპს „ლომბარდო“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 47,000 ლარის ოდენობით.
სხვა სიახლეები
07.08.2025.17:59
025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ივლისის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ხოლო ივნისში 266 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა 879.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (757 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს.