მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი - ოქროს საინვესტიციო ზოდებისა და სერთიფიკატების გაყიდვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება

news image

ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტირება დანაზოგების დივერსიფიცირების ერთ-ერთი ტრადიციული საშუალებაა და მოთხოვნაც მუდმივად არსებობს.
 
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა საქართველოშიც მზარდია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე ოქროს ზოდები სებ-ისგან თითქმის 600-მა მომხმარებელმა შეიძინა, რომლებმაც 1000-მდე ტრანზაქცია განახორციელეს.
ამასთან, ბოლო დღეებია არ წყდება სპეკულაციები ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების გაყიდვის თემაზე, განსაკუთრებით რომან გოცირიძის მხრიდან.
როგორც სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში „ბიზნეს ინსაიდერს“ განუცხადეს, რომან გოცირიძე კვლავინდებურად, მისთვის დამახასიათებელ სტილში აგრძელებს სპეკულაციებს და ცდილობს, ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვასა და ფინანსურ სექტორში არასტაბილურობის განცდის შექმნას. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.  სამწუხაროა, ეს სპეკულაციები გადაუმოწმებლად ვრცელდება და ხდება აქტიური ტირაჟირება.
 
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ოქროს საინვესტიციო ზოდებისა და საინვესტიციო ოქროს სერთიფიკატების გაყიდვა ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ოქროს საინვესტიციო ბაზრის განვითარებასა და ადგილობრივ ინვესტორთა აქტივების დივერსიფიცირებას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების გაყიდვის კომერციული პროგრამა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) მაღალი სტანდარტისა და დაწესებული სანქციების წესების სრული დაცვით ხორციელდება. ხდება თითოეული მყიდველის საფუძვლიანი შემოწმება. რაც შეეხება ოქროს სერტიფიკატებს, ეროვნული ბანკის რეგულაციით მათ მხოლოდ კომერციული ბანკები ყიდულობენ. ქართული საბანკო სისტემა კი მუდმივად იცავს საერთაშორისო სანქციებს და ადგილობრივ კანონმდებლობას. ამდენად, გაუგებარია სებ-ის მიერ ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის საკითხის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა. ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, რამენაირად ჩრდილი მიადგეს სებ-ის რეპუტაციას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშოროსო სტანდარტების დაცვით განაგრძობს მუშაობას და მომავალშიც განუხრელად დაიცავს ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობას“, - აცხადებენ სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

06.02.2026.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6870 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა