მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

სებ-ის პოლიტიკა მიმართულია რეზერვების მაქსიმალურ აკუმულირებაზე - ნათია თურნავა

news image

„სებ-ის პოლიტიკა მიმართულია რეზერვების მაქსიმალურ აკუმულირებაზე“, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მცირე ეკონომიკაა და არ აქვს შემოდინების მუდმივი წყაროები.

 „ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ, არ გაქვს მუდმივი წყარო შემოდინების, როგორიც არის მინერალური რესურსების ექსპორტი, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ბაზრიდან უნდა შევიძინოთ დოლარი და ეს გლობალურად შესუსტება დოლარის პოზიციების და პარალელურად ლარის გამყარება გვაძლევს ძალიან კარგ ვითარებას, კონიუნქტურაა ბაზრის, როდესაც ჩვენ კურსზე დაწოლის გარეშე ვიძენთ რეზერვებს. მაისის ბოლოს ჩვენ აპრილის შედეგებს გავასაჯაროებთ და წლის დასაწყისიდან 4-ჯერ მეტია უკვე ნაყიდი და ეს უბრალოდ მინიშნების სახით. რატომ არ ვაცხადებთ ხოლმე ჩვენ პარალელურად BMatch პლატფორმის შესყიდვებს, ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა. იმიტომ, რომ ასეთი ნებისმიერი ჩვენი განცხადება ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბაზრის კონიუნქტურაზე, რაღაც სპეკულაციური განწყობები გააჩინოს ამიტომ ეს გამართლებულია, რომ 20-25 დღის ვადით ვაკეთებთ ამას. თუმცა ტენდენცია საკმაოდ კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image 7 მაისს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გაიმართება - რა საკითხები შეიძლება იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას

05.05.2025.18:30

7 მაისს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, მიმდინარე ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზიც იქნება განხილული და შემდგომ გამოქვეყნებული.

როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყოველთვის არის კონსერვატიული.

„ჩვენ წინასწარ არ ვამბობთ, რადგანაც მართლაც ისეთი დეტალური მსჯელობა მიმდინარეობს კომიტეტზე, ეს ის კომიტეტია როდესაც ჩვენ წლიურ პროგნოზებსაც ვანახლებთ ამჯერად და მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ. მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის, რომ ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მაღალია. იმიტომ, რომ ჩვენი პროგნოზი უფრო კონსერვატიული იყო და ზრდა უფრო მაღალია. ეს ერთის მხრივ ნიშნავს განვითარებას ქვეყნისთვის, ახალ სამუშაო ადგილებს,მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი კუთხით ეს განიხილება, როგორც შეიძლება,პოტენციური სტიმული ინფლაციური პროცესების. თუმცა აქამდე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ მე მოგეხნათ ეს პროდუქტიულობის ზრდა არის. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვალდებულები ვართ, რომ ამას შევხედოთ სიფრთხილით. გარდა ამისა პოზიტიურია ის რაც ვთქვით, ინფლაცია სწორედ ისე იქცევა, როგორც იყო ჩვენი პროგნოზი. 2024 წელი, რომ ავიღოთ ბევრად დაბალი იყო მიზნობრივზე, 1,1% წლიური საშუალო, მაგრამ როცა ასეთი დაბალია წინა წლის მაჩვენებელი ანუ შესადარისი პლატფორმა, წელს ცოტა უფრო მაღალი გამოჩნდება და კვლავაც იტრიალებს მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისათვის საპანიკო არაფერია, თუმცა როგორც ნათია თურნავა ამბობს „არის გლობალური გამოწვევები“.

„ამ ეტაპზე არ გაქვს, თუმცა არის გლობალური გამოწვევები. არის ისეთი რისკ ფაქტორები, რომელიც არ არის ჩვენს კონტროლ ქვეშ და რომელსაც ჩვენ ყოველთვის უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამიტომ ვართ ჩვენ ეროვნული ბანკი, რომ ყოველთვის ძალიან ფრთხილები ვუყურებთ თუ რამდენად არის ვოლატიური ფინანსური ბაზრები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. იგივე ეს სატარიფო სავაჭრო პროცესები, რომელიც ახალი გამოწვევაა და აქედან გამომდინარე მათი ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე და ჩვენ მაინც იმპორტიორი ქვეყანა ვართ ბევრი პოზიციის მიხედვით, და ბევრი სახეობა ჩვენს სასაქონლო კალათაში ბევრ წონას ატარებს და ზემოქმედებას ახდენს პოტენციურად ინფლაციურ პროცესებზე. და რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური გამოწვევები და კონფლიქტები, რომელიც ბევრი მცდელობისა ჯერჯერობით დროის თვალსაზრისით პროგნოზირება ძალიან რთულია, იგივე რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგი მსვლელობის, ვხედავთ პერიოდულ ესკალაციას და ასევე ახალი კერები ჩნდება. რაც ყველაფერთან ერთად, გლობალურ დაძაბულობასთან ერთად და ზემოქმედებასთან ფინანსურ ბაზრებზე, გაურკვევლობასთან, ინვესტორების სენტიმენტებზე მოქმედებს ეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად, გარკვეულ პროდუქციის მიწოდების შეფერხებასაც გლობალურად, ასევე სხვადასხვა ნაკადების გადამისამართებას და ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ. თუმცა ერთი რამეც მინდა ვთქვა, რომ როდესაც მსჯელობა იყო სსფ-სთან, მსოფლიო ბანკთან საქართველოს პოზიციონირებაზე ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, აღინიშნა, რომ რამდენად მედეგია ქართული ეკონომიკა, რამდენად მზარდ ვართ ჩვენ და ვუმკლავდებით ზედიზედ ამ რამდენიმე შოკს. ვართ დივერსიფიცირებულები და ვცდილობთ, რომ უფრო მეტად დივერსიფიცირებულები ვიყოთ. განსაკუთრებით რეგიონში გაძლიერდა ჩვენი პოზიციები. თვითონ ჩვენი შუა დერეფნის როლი გაძლიერდა, იმიტომ, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური გამოწვევის გამო ინვესტორებმა, იგივე ტვირთების მფლობელებმა, გადამზიდავმა კომპანიებმა, ლოგისტიკურმა კომპანიებმა ჩათვალეს, რომ მართლაც რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამტკიცებდით, ჩვენი შუა დერეფანი ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედოა. შეიძლება ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო იაფი იყოს, როცა იქ ერთ, ორ აქტორთან გაქვს საქმე და ჩვენთან რამდენიმე ქვეყანაა, ყველაზე მეტად ფასობს მშვიდობა, ყველაზე მეტად ფასობს სტაბილურობა. გადმოერთო ტვირთები. იგივე მსოფლიო ბანკის ვარაუდით 2030 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, გასამმაგდება ტვირთების ნაკადი ჩვენს რეგიონში და საქართველოს გავლით. იმედია კონფლიქტები მალე დასრულდება, მაგრამ ეს ისტორიული მეხსიერება კვლავ დარჩება და კვლავ დივერსიფიკაციის ეგიდით წარიმართება. ამიტომ ჩვენ ამ ტვირთებს არათუ დავკარგავთ, არამედ გაიზრდება. ამას ემსახურება ემსახურება სებ-ის ხშირი კონტაქტები რეგიონულ კოლეგებთან“, - აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა