მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია - ოთარ ნადარაია

news image

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -სთან თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, თიბისი კაპიტალის პროგნოზია რომ 2025 წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება არ მოხდებოდა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია წელს გვაქვს პროგნოზი რომ განაკვეთი არ შეიცვლება. რა თქმა უნდა ბევრი არგუმენტია ამ მხრივ და ეს მოცემულია სებ-ის პრესრელიზში.

თავისთავად, ინფლაცია პირველ რიგში, წლიური ინფლაცია მართლაც მაღალია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიური ინფლაცია დაახლოებით, ბოლო 4 თვეა უკვე სამიზნესთან ახლოს არის ანუ თვე-თვეზე თუ შევხედავთ საბაზრო ეფექტის თემა არის, თავისთავად სურსათის გაძვირება პრობლემაა, მაგრამ ეს უკვე წარსულში მოხდა და სამომავლოდ ჩვენი სცენარი ის არის რომ ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს.

ჩვენ ვფიქრობთ რომ დღევანდელი 5.2-დან დაახლოებით 4.5 იქნება წლის ბოლოს ანუ უკვე დაიწყებს ამ წელსვე კლებას და ასევე შემდეგ წელს. რატომ არ შეიძლება კიდევ შემცირება? შეიძლება მაგრამ როგორც ეს არის სებ-ის პრესრელიზში აღნიშნული გაურკვევლობა ჯერ კიდევ დიდია, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე არის ქვეყნის შიგნითაც გამოწვევები და ასევე დავამატებდი რომ Fed -ის განაკვეთიც მნიშვნელოვანია, Fed -ის განაკვეთიც ახდენს როგორც ყოველთვის ჩვენი და სხვა ქვეყნების განაკვეთებზე ზეგავლენას. როდესაც Fed -ის განაკვეთი იქნება უფრო დაბალი ჩვენთანაც უფრო მეტი შემცირების შესაძლებლობა იქნება “, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

07.11.2025.13:57

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა