მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე დატოვება როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული - ლაშა ქავთარაძე

news image

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ 18 ივნისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ზე- უცვლელად დატოვება - განპირობებულია როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებით.

ლაშა ქავთარაძე განმარტავს, რომ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან საფუძველს ეყრდნობა:

„ამ ეტაპზე საქართველოში ინფლაციას ძირითადად მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ფაქტორები განაპირობებს, რომელსაც გარკვეულწილად აბალანსებს ნავთობპროდუქტებზე შემცირებული ფასები და ლარის სტაბილური გაცვლითი კურსი. 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ინფლაციამ მიზნობრივ 3%-იან დონეს გადააჭარბა, რაც ძირითადად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორი წლის ბოლომდე ინფლაციის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება” - ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი.

გარდა საშინაო გარემოებებისა, ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს გლობალურ ტენდენციებზე.

„გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მათ შორის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებული რისკები, ასევე, აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი პროცესები რომელიც უკვე ახდენს გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასებზე ანგარიშგასაწევი ფაქტორებია. ეს ფაქტორები ზრდის იმპორტირებული ინფლაციის რისკს ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. სწორედ, ამ სიტუაციის გათვალისწინებაც მოხდა ივნისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე და, ჩვენი შეფასებით, ეს საკითხი მომდევნო პერიოდშიც აქტუალური დარჩება.

„ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2025 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ის დონეზე შენარჩუნდება“ - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განაკვეთი უკვე ოთხი სხდომის გამავლობაში არ შეუცვლია და 8.0%-ის დონეზე ინარჩუნებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს გაიმართება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

31.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა