სებ-ის მიერ მოგების გარდა, სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განხორციელებულა - ეროვნული ბანკი
„საქართველოს ეროვნული ბანკი მოგების განაწილებას ახორციელებს საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, ყოველი საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ეროვნული ბანკი წმინდა მოგებას ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთან ერთად, მოგების ნაწილი რჩება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდში,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში ხსენებული დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, გარდა მოგების გადასახადის გადარიცხვისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, დამატებით სარეზერვო ფონდიდან, განახორციელოს ფინანსური ტრანსფერი მთავრობისათვის.
„მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, პრაქტიკაში მსგავსი გადარიცხვა ეროვნულ ბანკს არ განუხორციელებია. ეროვნული ბანკი მხოლოდ წმინდა მოგების გადანაწილების კუთხით ურიცხავს თანხას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აქვე აღვნიშნვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის გამჭირვალობის მაღალი ხარსხით გამოირჩევა. გარე აუდიტის მიერ შემოწმებული და დადასტურებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რაც ასევე საჯაროდ გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე,“ - აცხადებენ სებ-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:49
საქართველოს ბანკი ციფრული არხების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აგრძელებს. ამ მიზნით მობილბანკს კიდევ ერთი მოსახერხებელი პროდუქტი დაემატა. ამჯერად, ეს მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენაა.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.
City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.
„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.
გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.