მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

სებ-ის ხედვა ფინტექის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ - „პეივ ბანკის“ დამფუძნებელი

news image

სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის დოკუმენტისა და ამ მიმართულებით მათი ხედვების  გაცნობა, - ამის შესახებ ციფრული „პეივ ბანკის“ თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა სებ-ის ფინტექის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა. 

„სწორედ ეს ხედვა და მიდგომაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ციფრული ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ“, - წერს სალიმ დანანი „ლინკდინის“ ოფიციალურ გვერდზე. 

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა.
დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ქვეყნის შიგნით ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე  ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ღია ბანკინგი/ფინანსები, რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox), „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), როგორც ეკოსისტემა“, მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა და სხვა.
საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან და მაქსიმალურად ცდილობს მათ ხელშეწყობას. ამასთან, მუშავდება  რეგულირების საერთაშორისო ლაბორატორიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის რეგულაციურ ჰარმონიზაციას, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ფინტექ-კომპანიებისა და ტალანტის მოზიდვას საქართველოში.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7263 ლარი გახდა

02.10.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა