მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

სებ-ი მომავლისკენ ორიენტირებული რეგულატორია, რომელიც ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობს - სალიმ დანანი

news image

საქართველოს მომავლისკენ ორიენტირებული ეროვნული ბანკი ჰყავს -  აღნიშნული სფერო ძალიან კარგ ხელშია  - ამის შესახებ “პეივ ბანკის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2-ზე” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს “პეივ ბანკს”.

“მე არაერთი ქევყნის რეგულატორთან მქონია შეხება ჩემი კარიერის განმავლობაში და თქვენ, ქვეყანაში  მომავლისკენ ორიენტირებული მარეგულირებელი გყავთ.  ყველაფერს ოპერაციულად ეფექტურს ხდიან, ბიზნესისთვის ქმნიან ინსტრასტრუქტურას და ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობენ.

ისინი გვისმენენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენი ციფრული კომპანიისთვის ეს არის ძალიან კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავფუძნდით საქართველოში და ამიტომ ვაშენებთ ურთიერთობებს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა სალიმ დანანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უახლეს ციფრულ ბანკებს - "ჰეშს" და "პეივ ბანკს" კოდები მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კოდებით ციფრული ბანკები ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა ჯამში 18 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 ციფრული ბანკია. სებ-ი რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურ საზედამხედველო მიდგომას და ღია რეგულირების პრინციპებს ნერგავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით კი ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საფინანსო სექტორში ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლით კონკურენციის ზრდას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.08.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა