მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

IMF-ის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

news image

„სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სსფ-ის მორიგი მისიის დასრულების შემდეგ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ის მისიის ფარგლებში, შეჯამდა 2025 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, ასევე განხილულ იქნა 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები.

„ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი, ვალის დაბალი მაჩვენებელი და ზოგადად, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. ასევე, განვიხილეთ 2026 წელს დაგეგმილი მეოთხე მუხლის (Article IV consultation) კონსულტაციების თემატიკა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

09.03.2026.17:57

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 106.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -8.77% წინა კვირასთან შედარებით და +6.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 320 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 104.20 - 118.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.29% წინა კვირასთან შედარებით და +1.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 351 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 - 48.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 35.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.03% წინა კვირასთან შედარებით და +9.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 318 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.00 - 37.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა