სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისთვის 0,5%-მდე მცირდება - კანონპროექტი
პარლამენტში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იწყებენ მსჯელობას, რომელიც სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკების ან/და ასეთი კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი განისაზღვრება.
საკანონმდებლო ინიციატივით, ზუსტდება გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე გასამჟღავნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი: საგადახდო ანგარიშის ნომერი, ნაშთი, ვალუტის შესახებ ინფორმაცია და გადახდის ინიციირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სავალდებულო ხდება, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენოს ამ ოპერაციებთან მიმართებაში.
ცვლილებებით, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშესაწყობად და სფეროს შემდგომი განვითარებისთვის ნათლად განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება დაადგინოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მქონე საგადახდო სისტემის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკომისიო ან/და მისი დაანგარიშების წესი.
ასევე, სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება საგადახდო სისტემას, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი მონაწილე და დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი:
საგადახდო სისტემაში დღიური საშუალო ბრუნვა აღემატება 200 მლნ ლარს;
საგადახდო სისტემაში ხორციელდება ლარით შესრულებული უნაღდო საცალო გადახდების საერთო თანხის 75%-ზე მეტი;
გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება საგადახდო სისტემას, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
საგადახდო სისტემაში წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო დღიური თანხობრივი ბრუნვა აღემატება ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის შესაბამისი მაჩვენებლის 10%-ს;
შესაბამისი ბაზრის სეგმენტზე საგადახდო სისტემაში განხორციელებული გადახდების წილი აღემატება 25%-ს;
საგადახდო სისტემას აქვს სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მის მიერ განხორციელებული მომსახურების, მათ შორის გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით.
საგადახდო სისტემა გამოიყენება სხვა საგადახდო სისტემების (ფულადი სახსრების საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემების, კლირინგის სისტემების) ანგარიშსწორებისათვის.
ცვლილება ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკომისიოს გაანგარიშების წესი ან/და განსაზღვროს საკომისიოს (მათ შორის საკომისიოს შემადგენელი ცალკეული კომპონენტების) ზედა ზღვარი, მათ შორის მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებისა და საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით;
ცვლილება ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლში და გადახდის ოპერაციის განხორციელებისას, საგადახდო სისტემა ვალდებული იქნება თანაბარი საკომისიო/სხვა პირობები განსაზღვროს ნებისმიერი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის;
ცვლილება ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201 მუხლში და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება, მიმღებს შეუზღუდოს უფლება გადამხდელს გაუსაჯაროოს ინფორმაცია მათ შორის სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შესახებ;
ცვლილება ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის მე-4 პუნქტში და ნორმის ერთგვაროვანი ინტერპრეტირების მიზნით, ზუსტდება ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულება გადახდის ოპერაციის ინიციირებისას გადამხდელს და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მიაწოდოს - შესაბამისი საგადახდო ანგარიშის ნომრის, ნაშთის, ვალუტის შესახებ ინფორმაცია და გადახდის ინიციირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია იმგვარად, რომ მომხმარებელმა გადახდის ინიციირების მომსახურება მიიღოს დაბრკოლების გარეშე. აღნიშნული წესი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონისა და „კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №145/04 ბრძანებიდან ისედაც გამომდინარეობდა, ამასვე განმარტავს Euro Retail Payments Board (ERPB) გადახდის ინიციირების მომსახურების თაობაზე თავის შემაჯამებელ ანგარიშში, თუმცა მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ საკითხის დაზუსტება კანონში;
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 342 მუხლი, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემურ კომერციულ ბანკებს ან/და ასეთი ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს განისაზღვრა 0.5 %-ით;
ამავე მუხლით ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოებს და საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს ზღვრები ურთიერთგაცვლის საკომისიოზე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ასევე, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის ვადა შეადგენს 15 სამუშაო დღეს, რომელიც შესაძლებელია 35 სამუშაო დღემდე გახანგრძლივდეს. 2025 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა კანონის გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც გარდამავალ პერიოდში აღნიშნული ვადების ნაცვლად განსაზღვრული იყო შესაბამისად არაუმეტეს 20 და 55 სამუშაო დღე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, გარკვეულ შემთხვევებში, ჯერ კიდევ სჭირდებათ დამატებით ვადა, რათა მოიკვლიონ საჩივართან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია და მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, დამაზუსტებელი ცვლილებები ხორციელდება მოქმედ მუხლსა და დამატებით კანონის პროექტის გარდამავალი დებულებებით. შესაბამისად პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვის ვადად 2028 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება 20 და 55 სამუშაო დღე;
დავების განმხილველ კომისიასთან დაკავშირებით ხორციელდება რამდენიმე ცვლილება: ა) იცვლება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლის პირველი პუნქტი და დავების განმხილველი კომისია განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლების დავას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტს, ნაცვლად მოქმედი 50 000 ლარისა. პრაქტიკამ აჩვენა, რიგ შემთხვევაში კომისიისთვის წარდგენილი საჩივრით განსაზღვრული დავის საგანი აღემატება კანონით დადგენილ ღირებულებას, რა შემთხვევაშიც კომისია ვალდებულია საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს, ან ალტერნატიულად მომხმარებელი უფლებამოსილია შეამციროს მოთხოვნის მოცულობა.
სხვა სიახლეები
23.09.2025.19:28
საქართველოს პარლამენტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“კანონში ცვლილების შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი კანონპროექტით ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 342 მუხლი, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემურ კომერციულ ბანკებს ან/და ასეთი ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს განისაზღვრა 0.5%-ით.
ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა აღნიშნული ინიციატივის გავლენასა და შედეგებზე და ამიტომ ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით კიკვიძეს დაუკავშირდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ფაქტობრივად რამდენიმე მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის და უპირატესობას, უკეთესობას ქმნის. პირველი ეს არის, საბანკო სექტორის გავლენის შემცირება ფინანსურ ბაზარზე და ზოგადად ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანზაქციების საკომისიო მერჩანტებთან, ანუ სავაჭრო ობიექტებში 0,5%-მდე იგეფება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტობრივად მისცემს არასაბანკო ინსტიტუტებს ამ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ხარჯების შემცირებას იმიტომ, რომ სტანდარტულად ბაზარზე არსებული მდგომარეობა დაახლოებით 2-დან 2,5%-მდეა თითოეულ ტრანზაქციაზე. საშუალო ბიზნესისთვის ეს წელიწადში 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე მინიმალური ხარჯია, რაც დამოკიდებულია თვითონ ბიზნესის მოცულობაზე და ბრუნვაზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი უპირატესობაა და ძალიან დიდ შეღავათს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესს.
მეორეს მხრივ, არასაბანკო ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შევიდნენ და გარკვეული უპირატესობებით შევიდნენ ბაზარზე. მათ ბანკებიდან წამოიღონ ე,წ, ექუარინგ სერვისი და შესაბამისად თვითონ განახორციელონ მერჩანტებთან ე.წ ურთიერთობა - მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია, რაც ფაქტობრივად სრულიად განსხვავებულ სურათს მოგვცემს ბაზარზე და ფაქტობრივად კონკურენციას ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის.
რასაც თქვენ ამბობთ ეს ზეგავლენაა ფინანსურ სექტორზე, მაგრამ რა შედეგების მომტანი იქნება ის ეკონომიკისთვის?
ეკონომიკისთვის მთლიანობაში ძალიან ძლიერი ბიძგი იქნება. როგორც ვახსენე მცირე და საშუალო ბიზნესი დაზოგავს წელიწადში საშუალოდ 100 ათასი ლარის ოდენობით თანხას - ეს არის მარტო ერთი კომპანიის მაგალითზე. იმიტომ, რომ დღეს მოგეხსენებათ აბსოლუტურად ყველა, თითქმის 90% სავაჭრო ობიექტებში პოსტერმინალი აყენია. შესაბამისად წარმოიდგინეთ ამ მოცულობის თანხა ისევ ეკონომიკაში დაბრუნდება. ანუ არ წავა კომერციული ბანკების პირდაპირ მოგებაში. ეს ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესს დარჩება ეს თანხა. ასი ათასობით ლარი, რომ გადავამრავლოთ ათასობით და ასიათასობით მერჩანტზე და ორგანიზაციაზე ეს უკვე ათეულობთ მილიონ ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე,ეს თანხა ისევ და ისევ ეკონომიკაში დატრიალდება, ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესში დარჩება და საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თანხა რეინვესტირებაში მოხვდება და მცირე ბიზნესის განვითარებას და გაფართოებას მოხმარდება. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც ეკონომიკურად შეგვიძლია გავითვალისწინოთ.
მეორეს მხრივ, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ ე.წ. არასაბანკო ინსტიტუტებს,მაგალითად საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ექნებათ შესაძლებლობა ამ ბაზარზე შევიდნენ იმ კუთხით, რომ ბანკებისგან წამოიღონ ე.წ. ექუარინგ სერვისი და თვითონ დაიწყონ ამ ბიზნესში შესვლა. აქამდე ფაქტობრივად ისინი ფიზიკურად კონკურენციას ვერ უწევდნენ იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებულები იყვნენ კომერციულ ბანკებზე და შესაბამისად ისედაც მაღალ პროცენტში უწევდათ ბანკიდან წამოღება ამ სერვისის და მერე გადაყიდვა და ახლა მათ ფაქტობრივად ხელ-ფეხი გაეხსნებათ და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ განახორციელონ ოპერაციები, რაც წესით იმას ნიშნავს, რომ არასაბანკო სექტორის, ანუ ამ შემთხვევაში ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებითი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ბაზარზე. ეს დამატებითი შემოსავლის გენერირების და ეკონომიკაში ფულის ჩასხმის შესაძლებლობას ქმნის.
თქვენი აზრით 0,5%-ი ბანკებისთვის საინტერესო აღარ იქნება?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღარ მოუნდებათ. იმიტომ, რომ ეს ბიზნესი ბანკებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. რა თქმა უნდა არა როგორც საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან, თუმცა მაინც არასაპროცენტო შემოსავლების სახით საკმაოდ დიდი მოცულობის შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნული გეფი ანუ 0,5%-მდე ჩამოსვლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს, შემოსავლების შემცირების კუთხით იმოქმედებს კომერციულ ბანკებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები საერთოდ უარს იტყვიან ამ ბიზნესზე, იმიტომ რომ ეს ბიზნესი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გინდა არ გინდა მაინც მოუწევთ ამ საქმიანობის განხორციელება კომერციულ ბანკს, იმიტომ, რომ ამის გარეშე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები მაშინ საერთოდ ჩამოიშლება, რაც წარმოუდგენელია. ამას მიყვება საბარათე ბიზნესიც, რომელიც ფაქტობრივად ერთმანეთზეა მიბმული და მისი გაჩერება წარმოუდგენელია.
რაც შეიცვლება ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის: მეც დავდივარ სავაჭრო ობიექტებში და გარკვეულწილად ვიყენებ ამ სერვისებს - ჩემთვის რა შეიცვლება?
პოტენციურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი რეალურად აღნიშნულ საკომისიოს და აღნიშნულ წლიურ თანხას ითვალსიწინებს ფასთწარმოქმნაში და შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, - თუმცა ეს გარანტირებული არ არის, ეს თითოეული სავაჭრო ობიექტის გადასაწყვეტია, რამდენად გადადგამს ამ ნაბიჯს და შესაბამისად შეამცირებს ფასს პროდუქტებზე. თუმცა ერთ-ერთი მიზეზი და ერთ-ერთი პოტენციალი ამ შემცირებისა არის ზუსტად ის, რომ საბოლოო მომხმარებელმა თავის ჯიბეზე იგრძნოს შესაბამისი შეღავათები.