მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

საქართველოსთვის მწვანე და მდგრადი დაფინანსება არ არის მხოლოდ ტრენდული მიმართულება, არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი - ნათია თურნავა

news image

ამ დღეებში ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა  ნათია თურნავამ განაცხადა, სადაც მან ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან და ზოგადად ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ჩინური ბანკები საქართველოს ფინანსური ბაზრით დააინტერესონ. 

„ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან იყო დაგეგმილი შეხვედრა, ხანმოკლე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შვეიცარიაში. ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ ჩინეთში გვქონდა ძალიან კარგი ვიზიტი, სადაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ჩემსა და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს. და ამ შეხვედრაზე მომეცა საშუალება, რომ გაგვეცვალა ინფორმაცია ამა თუ იმ მიმართულებით რა პროგრესი გაქვს, ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან იმისათვს, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი. ეს რაც შეეხება შვეიცარიის ვიზიტს და ამას შემდეგ გადაება ლუქსემბურგში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩვენი ჯგუფი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შეხვედრა და კონფერენცია, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც სპიკერი. იქ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე და არამხოლოდ ამ მომენტში რა გამოწვევებიც არის, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკასთან, დაძაბულობასთან, სავაჭრო ტარიფებთან და პროცესებთან, არამედ მუდმივი პრობლემები: დიგიტალიზაციას როგორ დავხვდეთ, ხელოვნურ ინტელექტის როლი რა იქნება საფინანსო-საბანკო სისტემაში, საგადახდო სისტემები როგორ განვავითაროთ, იგივე მდგრადი დაფინანსება, რაზედაც მე ვიყავი სპიკერი. მართლაც გაქვს გასაზიარებელი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ეს მწვანე და მდგრადი დაფინანსება ეს არ არის მხოლოდ ტრენდული მიმართულება, არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი, რადგანაც ჩვენი განახლებადი ენერგია და ეს პროექტები ისეთი პროექტებია, რომელსაც ბანკები აფინანსებენ, ინვესტორები თანხებს დებენ და ჩვენი გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა“, - აღნიშნა თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

07.07.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1871 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7180 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა