საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა ქმნის შესაძლებლობას გაფართოვდეს საინვესტიციო არეალი და გარკვეულწილად შემცირდეს რეზერვების კონცენტრაცია ტრადიციულ ბაზრებსა და ვალუტებზე - ლაშა ქავთარაძე
სებ-ის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიღწევას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა.
Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, ბოლო წლებში ცენტრალური ბანკების მხრიდან საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
„ბოლო წლებში ცენტრალური ბანკები მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. გლობალური ეკონომიკური და მონეტარული გარემოს ცვლილებების ფონზე, სარეზერვო აქტივების სტრუქტურის გადახედვა და ეტაპობრივი გაფართოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში შეინიშნება როგორც ოქროს შესყიდვების ზრდა, ისე სხვადასხვა ვალუტასა და ბაზარზე ნომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების დამატება სარეზერვო პორტფელებში.
დივერსიფიკაციის ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის შესაძლებლობას გაფართოვდეს საინვესტიციო არეალი და გარკვეულწილად შემცირდეს რეზერვების კონცენტრაცია ტრადიციულ ბაზრებსა და ვალუტებზე, იმავდროულად დაცული იყოს რეზერვების მართვის ძირითადი პრინციპები - უსაფრთხოება და ლიკვიდურობა.
ეს გადაწყვეტილება ფასდება როგორც რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.
CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები
11.03.2026.10:00
FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
რა არის FTSE 100?
FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group. FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.