საქართველოში სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი აქტიურად ვითარდება - ეკატერინე მიქაბაძე
„ალმას“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზარი მზარდია.
„მინდა აღვნიშნო, რომ სექტორალური პენეტრაციის თვალსაზრისით იზრდება კაპიტალის ბაზრის სიღრმე, ახალი დებიუტანტის დამატება თავისთავად კაპიტალის ბაზრის ნდობის მნიშვნელოვანი გამოსახულებაა. წელს საკმაოდ აქტიურად ვითარდება საქართველოში სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. დაახლოებით, 325 მილიონი ლარის განთავსება მოხდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50 %-ით მეტია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ასეთი აქტიურობა გაგრძელდება და საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე“, - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრისმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტოობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშდოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორიტრანშის გამოშვება განხორციელდა:
• აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიურიკუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონისნახევარწლიური გადახდით.
• ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონისგანაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიურიგადახდით.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.
სხვა სიახლეები
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე
12.03.2026.16:32
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.