მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს RIA მოემსახურა

news image

მარტში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 71,171.4 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია. 

მეორე ადგილზე Western Union-ი. სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 64,646.1 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.

TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით

Ria  - 71,171.4 ათასი დოლარი;
Western Union  - 64,646.1 ათასი დოლარი;
Money Gramy - 57,243.2 ათასი დოლარი;
Zolotaia Korona - 57,177.1 ათასი დოლარი;
Intel Express - 35,376.6 ათასი დოლარი;

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ,  ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად  21.7%-ით გაიზრდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად  29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

05.03.2026.17:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა