საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ 450 მილიონ ლარს გადააჭარბა

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ახალი ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.
სხვა სიახლეები
აშშ-ს საფონდო ბაზრებზე ზედიზედ მესამე კვირაა პოზიტიური შედეგებია, თუმცა ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ და მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რყევები - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი
27.04.2026.16:27
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის შეფასებით, გასულ კვირაში ამერიკის საფონდო ბირჟებმა ძლიერი ზრდა აჩვენეს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება.
„ამერიკის საფონდო ბირჟებს საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ. დაწინაურდნენ წამყვანი ინდექსები, განსაკუთრებით კი „ნასდაქი“ და ასევე “S&P 500-ის“ ინდექსები, რომლებმაც ზედიზედ მესამე კვირა გვაჩვენეს პოზიტიური შედეგებით. მოგეხსენებათ, ამის გამომწვევი უპირატესად იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო საფონდო ბაზრებისთვის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მომენტალურად აისახა ბაზრებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პოზიტიური სიახლეა და სასიხარულო ამბავია, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარი მაინც არასტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია ბაზრის მოკლევადიანი, რყევები”- აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.