მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

საქართველოს საკრედიტო ბარათების ბაზარზე VISA უპირობი ლიდერია - სტატისტიკა

news image

მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 40,2%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 12,7%-ი Mastercard-ზე. სექტემბრის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 20,6%-ია. 

სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 776 016 ერთეული შეადგინა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, სექტემბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 312 136 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 159 876 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 98 578  ერთეულს.

205 426  ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 2,7%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 0,1%-ითა შემცირებული. სამაგიეროდ წლიურ ჭრილში 1,4%-იანი ზრდაა AMEX-ის საკრედიტო ბარათების რაოდენობის კუთხით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1,3%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 8,5%-იანი ზრდაა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობამ 10,5 მლნ-ს გადააჭარბა - Mastercard კვლავ ლიდერია

28.10.2025.19:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1,6%-ით.

2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 515 588 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 317 650  ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან  5 704 912 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 1,1%-იან, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 16,7%-იან ზრდას აჩვენებს.

სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54,3%-ს Mastercard-ი ფლობს, 28,2%-ს VISA, AMEX კი 14,4%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 960 370 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2,5%-ია, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 9,8%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, სექტემბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა  1 517 324 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2,3%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-იანი ზრდაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა