მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა
  • ადგილობრივმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა - მატება ყველაზე მეტად პურის ერთჯერად გაძვირებას უკავშირდება

საბანკო სექტორი

  • აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.5%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ, აპრილში, 52.2% შეადგინა
  • აპრილში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 43.3%-მდე გაიზარდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აპრილში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 3.6%-ით შემცირდა. შემცირება დიდწილად სამომხმარებლო საქონლის იმპორტის კლების შედეგია
  • ექსპორტი - აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ყველა ჯგუფში, თუმცა ზრდაში წამყვანი სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი იყო
  • აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 207.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

05.06.2025.17:39

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1203 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7318  ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318  ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1087 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა