მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.2%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3% შეადგინა
  • ადგილობრივმა ინფლაციამ მარტში 4.7% შეადგინა, რაშიც პურის ფასის ერთჯერადმა ზრდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საბანკო სექტორი

  • გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ, მარტში, 52.8% შეადგინა
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.4 პპ-ით, 43.1%-მდე გაიზარდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 14.3%-ით გაიზარდა. ზრდაში შუალედური და სამომხმარებლო საქონლის წვლილები თითქმის თანაბარი იყო - შესაბამისად, 6.3 და 6.1 პპ. საინვესტიციო საქონლის დადებითი წვლილი 1.9 პპ-ს შეადგენდა
  • ექსპორტი - მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდაში წამყვანი იყო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი
  • მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

 

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image სსფ მზად არის შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის - ნათია თურნავა

05.05.2025.19:30

სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სსფ-ს საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტია.

„სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ​სხვათა შორის არასოდეს შემწყდარა, იმიტომ, რომ ტექნიკური დახმარება მათგან ყოველთვის გვქონდა, მიმდინარე იყო. ახლაც ველოდებით მათ მორიგ მისიას. და პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა იმიტომ, რომ ჩვენსავით წარმატებული ქეისი რეგიონში შეიძლება ბევრი არ იყოს. ამიტომ ალბათ მათთვისაც კარგია, რომ თანამონაწილე იყვნენ ამ წარმატების, თუმცა ჩვენ იმედია მათთან კარგი თანამშრომლობა, ზოგადად ინვესტორებისთვის ეს უფრო მეტი სტაბილურობის განცდას აჩენს. მაგრამ მთავარი ფაქტორი სტაბილურობის განცდის ეს მართლაც მშვიდობიანი ვითარება რომელსაც ჩვენ მიუხედავად ამ რთული გარემოცვისა შევინარჩუნეთ ფრთხილი, პრაგმატული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგად“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა