მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის €98 მლნ-იანი შეთანხმება გაფორმდა

news image
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლესლი ბერმან ლამმა.
პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).
პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას. ამასთანავე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის - ნათია თურნავა

05.05.2025.19:30

სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სსფ-ს საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტია.

„სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ​სხვათა შორის არასოდეს შემწყდარა, იმიტომ, რომ ტექნიკური დახმარება მათგან ყოველთვის გვქონდა, მიმდინარე იყო. ახლაც ველოდებით მათ მორიგ მისიას. და პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა იმიტომ, რომ ჩვენსავით წარმატებული ქეისი რეგიონში შეიძლება ბევრი არ იყოს. ამიტომ ალბათ მათთვისაც კარგია, რომ თანამონაწილე იყვნენ ამ წარმატების, თუმცა ჩვენ იმედია მათთან კარგი თანამშრომლობა, ზოგადად ინვესტორებისთვის ეს უფრო მეტი სტაბილურობის განცდას აჩენს. მაგრამ მთავარი ფაქტორი სტაბილურობის განცდის ეს მართლაც მშვიდობიანი ვითარება რომელსაც ჩვენ მიუხედავად ამ რთული გარემოცვისა შევინარჩუნეთ ფრთხილი, პრაგმატული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგად“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა