საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ფინანსური ცოდნის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მოსწავლეების წახალისების მიზნით, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინოვაციურ საბანკო აპლიკაცია - sCoolApp-ში ახალი თამაში, sCoolApp ტრივია, დაიწყო.
sCoolApp ტრივია საგანმანათლებლო და გასართობი თამაშია. მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ზღაპრებით არის შთაგონებული და მთავარი გმირები, დევი და ფასკუნჯი არიან. თამაში მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. ის ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6-13 და 14-18 წლის ბავშვებისთვის).
თამაშის განმავლობაში, მონაწილეებს ყოველდღიურად ხუთ კითხვიანი მისია ექნებათ, თემატური, კვირების მიხედვით. ტრივია სხვადასხვა თემებს მოიცავს: კინო, გეოგრაფია, ისტორია, პოპკულტურა, STEM, ლიტერატურა, ფინანსური განათლება, სპორტი და სუპერგმირები.
სწორი პასუხების შემთხვევაში, მოთამაშეები ვარსკვლავებს აგროვებენ და ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც მონეტებს იღებენ. მონეტებით კი მათ შესაძლებლობა აქვთ sCoolApp მარკეტში განთავსებული საჩუქრები იყიდონ. მათ შორის: VELI.store-ის ვაუჩერები, ფასდაკლების პრომოკოდები და სხვა.
sCoolApp ტრივია 29 ოქტომბერსდაიწყო.
თამაშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე [TN1] მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.
[TN1]150,000-ზე მეტი დავწეროთ უკვე ეს რიცხვი გვაქვს დარეპორტებული
დღის ტოპ 10 სიახლე
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
სხვა სიახლეები
თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა - TBC Capital
29.10.2025.15:00
2025 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამავე თვეში, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, შესაბამისად, 83% და 17% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე დანახარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 16%-ს გაუტოლდა.
ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 12% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე, შესაბამისად, 63% და 37% შეადგინა.
თიბისი ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 42%-იანი წილი დაიკავა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში.