საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
საქართველოს ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, AmEx ბარათის მფლობელებს საახალწლო შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას, ქეშბექით ისარგებლებთ.
26 და 28 დეკემბერს
Columbia და Mustang Jeans – 30% MR ქულების ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)
26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით
Berghoff –25% MR ქულების ქეშბექი . (მაქსიმუმ 300 ლარი)
27 დეკემბერი
Freestyler Georgia –30% MR ქულების ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)
28 დეკემბერი
Lutecia – 30% MR ქულების ქეშბექი. (მაქსიმუმ 150 ლარი)
JYSK –30% MR ქულების ქეშბექი. (მაქსიმუმ 150 ლარი)
29–30 დეკემბერი
შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაში შემავალ ნებისმიერ მაღაზიაში საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტი MR ქულას დააგროვებთ. ( ჯამში მაქსიმუმ 10 000 MR ქულა)
31 დეკემბრამდე ყოველ შაბათ-კვირას
აფთიაქებში, მარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდისას ორმაგიMR ქულებს დააგროვებთ.
არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები.
ყველა შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
სხვა სიახლეები
ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს
23.12.2025.18:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები გლობალური სატარიფო პოლიტიკის ხანგრძლივობასთან და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ნორმალიზების სისწრაფესთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში, მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებად მაღალპროდუქტიული სექტორები და საგარეო მოთხოვნა მოიაზრება, ხოლო საშუალოვადიან ზრდას აღნიშნული ფაქტორების ნორმალიზება განსაზღვრავს. ოპტიმისტური სცენარი მიმდინარე წელს დაწესებული ტარიფების, საბაზო სცენართან შედარებით, სწრაფად შერბილებასა და სავაჭრო მიმოქცევასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებას განიხილავს. პესიმისტური სცენარი გლობალური სატარიფო და მიგრაციული პოლიტიკების, საბაზო სცენართან შედარებით, მეტად დამძიმების ფონზე, გლობალური სავაჭრო და ფინანსური პირობების გამკაცრების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები მაღალია.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგეს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.