მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ამბასადორი ჯგუფმა“ სასტუმროს ახალი ფლიგელი და რესტორანი „მოზაიკო“ გახსნა

news image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ამბასადორი ჯგუფმა“  სასტუმროს ახალი ფლიგელი და განახლებული რესტორანი მოზაიკო გახსნა.

ამბასადორი ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  ის აერთიანებს სასტუმროებს „ამბასადორი კაჭრეთი“, „ამბასადორი თბილისი“, „ამბასადორი გოდერძი“, „ამბასადორი აკადემია“, ხელოვნური კუნძულის პროექტს “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, მეღვინეობა “ქებურიას”, რესტორანს „ამბასადორი“ ბათუმში და ახლა უკვე განახლებულ რესტორნებს - „მოზაიკო“ და “მოზაიკო ტერასა”.

„2023 წლის მარტში, სასტუმრო ამბასადორში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმროს ნომრების ნაწილი და რესტორანი “მოზაიკო” 1,5 წლიანი დაუღალავი შრომის და ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე სრულიად არის აღდგენილი. განახლებული „მოზაიკო“ უკვე სხვა კონცეფციის სივრცეა, რომელიც აზიურ რესტორანსა და ტერასას აერთიანებს. განახლებული ინტერიერის “მოზაიკოში” მთავარი იდეა სტუმრებისთვის უზადო გასტრონომიული გამოცდილების მინიჭებაა. სტუმრებს რესტორანში აზიური კერძები დახვდებათ, ხოლო ტერასაზე განსხვავებული მენიუ, ფერადი ბარი და ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე. შესაბამისად, “მოზაიკო”  იქცა ადგილად, სადაც ადამიანები ყველა სფეროდან იკრიბებიან არა მხოლოდ განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებისთვის, არამედ განტვირთვისთვის და ჰარმონიულობის განსაცდელად. თითოეული სტუმარი თუ თანამშრომელი, დიდი მოზაიკის შემადგენელი უნიკალური ნაწილია. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია და აქამდე არაერთი ინიციატივა განგვიხორციელებია ერთობლივად. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო და ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ამბასადორის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა ცხვიტავამ.

„საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  „ამბასადორი ჯგუფთან“ 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საერთო პროექტი განგვიხორციელებია. აღსანიშნავია ბოლოდროინდელი „ამბასადორი აკადემია“ და “ამბასადორი კაჭრეთის” ახალი შენობის მშენებლობა. ამჯერად კი, „ამბასადორი თბილისში” ახლახან გახსნილი სასტუმროს ფლიგელი და განახლებული რესტორანი „მოზაიკო“. როგორც ყველასთვის ცნობილია, სასტუმროს ნაწილი და რესტორანი 2023 წელს ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა ამიტომაც, ეს ორი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. სასიხარულოა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ბიზნესები არ ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებას რაც, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე

27.03.2026.22:00

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა