მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული თავისუფალი სკოლის გუნდი გახდა

news image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. წლევანდელ ოლიმპიადაში პირველი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.

STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოშისწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენთეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”, - აღნიშნავს ლაშა ნიშნიანიძე, გუნდის მენტორი.

ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა:

მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა  წარმატების მთავარი ფაქტორი “, - ამბობს ლაშა ნიშნიანიძე.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:

როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალებასაგულშემატკივრო ჰოლში  დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდატექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “, - აღნიშნავს ლაშა.

პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა, რასაც  მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, - ლუკა უფლისაშვილი.

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა  - ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, - ლუკა დუდაური.

საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს  მათთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს  ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია, რაც მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ევრობასკეტი 2025 | ყველაფერი, რაც ტურნირთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ

01.08.2025.17:15

ეროვნული საკალათბურთო  ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

ევრობასკეტის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირი, რომელსაც კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე  ზედიზედ მეექვსედ იქნება. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი “სიკვდილის ჯგუფში” აღმოჩნდა, თუმცა პლეი-ოფის სტადიაზე გასვლის შანსები სავსებით რეალური ჩანს.

ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან. 

ფრაზა “ბურთი მრგვალია” მხოლოდ ფეხბურთზე არ ვრცელდება: კალათბურთშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ესპანეთი - საბერძნეთი - იტალიის ტრიოსთან შედარებით, კვიპროსისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხების ალბათობა, ცხადია, უფრო მაღალია. თუკი მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდა და ამ ორ ნაკრებთან 4 ქულა დავაგროვეთ, ჯიკიჩის გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისა და პლეი-ოფში თამაშის დიდი შანსი მიეცემა.

სამზადისი

ევრობასკეტის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. კვიპროსში ჩასვლამდე, ჩვენი განრიგი ასეთია:

  • 4 აგვისტო | ისრაელი v საქართველო | იურმალა, ლატვია;
  • 7 აგვისტო | ესტონეთი  v  საქართველო | იურმალა, ლატვია;
  • 10 აგვისტო | ლიეტუვა  v  საქართველო | კაუნასი, ლიეტუვა;
  • 14 აგვისტო | პოლონეთი  v  საქართველო | სოსნოვიეცი, პოლონეთი;
  • 19 აგვისტო | ჩეხეთი  v  საქართველო | პრაღა, ჩეხეთი;
  • 21 აგვისტო | ჩეხეთი  v  საქართველო | პრაღა, ჩეხეთი.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ქომაგებს პირდაპირ ეთერში მხოლოდ 3 ამხანაგური მატჩის ნახვა შეუძლიათ, დარჩენილი 3 კი დახურული ტიპის შეხვედრა იქნება.

ჩვენი შემადგენლობა

ცნობილია გაფართოებული, 16-კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოსამზადებელი პერიოდისთვის გამოიძახა. შეკრების დასრულებისა და 6 ამხანაგური შეხვედრის გამართვის შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩი საუკეთესო 12-ეულს დაასახელებს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში როგორც ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები, ასევე ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელებიც არიან. მათ ემატებათ ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზირებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი და სუპერლიგის 7 მოთამაშე. 

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ნაკრებთან ერთად ყოფნა NBA-ში ასპარეზობის გამო ვერ შეძლეს. თუმცა, ევრობასკეტის მიმდინარეობისას, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგაში პაუზაა და შესაბამისად, ამერიკული ლეგიონი ნაკრებს უდიდეს ძალას შემატებს. ისიც სათქმელია, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების რაოდენობით, საქართველო ევრობასკეტის 24 მონაწილიდან 15-ს უსწრებს.

გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

  1. რატი ანდრონიკაშვილი; 
  2. სანდრო მამუკელაშვილი;
  3. კახა ჯინჭარაძე;
  4. ბექა ბურჯანაძე;
  5. გიორგი შერმადინი;
  6. დუდა სანაძე;
  7. გიორგი კორსანტია;
  8. სანდრო სანაძე;
  9. ალექსანდრე ფევაძე;
  10.  თორნიკე შენგელია;
  11.  გიორგი სულაბერიძე;
  12.  ლუკა მაზიაშვილი;
  13.  გოგა ბითაძე;
  14.  კამარ ბოლდუინი;
  15.  გიორგი ოჩხიკიძე;
  16.  ილია ლონდარიძე.

რამდენიმე დეტალი, რომელიც უნდა ვიცოდეთ

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გიორგი შერმადინისთვის 2025 წლის ევრობასკეტი Last Dance იქნება: ქართველი ცენტრი სანაკრებო კარიერას ასრულებს. შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად სადებიუტო ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები და მას შემდეგ, “ტენერიფეს” ცენტრს ევროპული ტურნირი არ გამოუტოვებია. ფასდაუდებელია ის კონტრიბუცია, რაც ამ წლების განმავლობაში შერმადინს ნაკრებისთვის აქვს გაღებული და მისი წასვლა, უდავოდ, დიდი დანაკლისი იქნება.

Last Dance ექნება ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის, ესპანეთის მთავარ მწვრთნელსაც: უკვე ლეგენდად ქცეული სერჯიო სკარიოლო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 4 ევრობასკეტი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, ნაკრებიდან მიდის. სკარიოლო ტრიუმფის გამეორებას კიდევ ერთხელ შეეცდება, შემდეგ “რეალ მადრიდს” ჩაიბარებს. 

მოულოდნელი ინფორმაციით, ევრობასკეტზე არ ითამაშებს "მინესოტა ტიმბერვულვზის" მოთამაშე, დონტე დივინჩენცო, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ცნობილია, რომ დივინჩენცომ ევრობასკეტის გამოტოვება პირადად გადაწყვიტა, რაც ცხადია, ჩვენთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციაა. კონტრასტისთვის, ისიც ვთქვათ, რომ საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ და ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ, ევრობასკეტზე მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა: განახლებული ხელშეკრულებით, სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის, რაც დიდი ტურნირის დაწყებამდე, პოზიტიური სიახლეა: სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, კონტრაქტის გახანგრძლივება კი ცალსახად იმის დასტურია, რომ გუნდი მას ნდობას უცხადებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს  ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, რომლის მთავარი სპონსორიც საქართველოს ბანკია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა