მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები გუნდის ეფექტური მართვისა და ლიდერობისთვის

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, წლების განმავლობაში ქმნის და ავითარებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება ან ზრდა სურს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას მომხმარებელს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა.

პლატფორმაზე ხელმისაწვდომი კურსების შინაარსი მუდმივად ახლდება — ქვემოთ მოცემული კურსები კი ფოკუსირებულია ლიდერობაზე, გუნდის ეფექტიანად მართვასა და თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე. თითოეული ბიზნესკურსი მზადდება გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობით და  ნებისმიერ მსურველისთვის დისტანციურად არის ხელმისაწვდომია

აუთსორსინგის შესაძლებლობები

თუ გსურთ, რომ თქვენი ყურადღება ბიზნესის სტრატეგიულ ამოცანებზე გადართოთ, ხოლო დანარჩენი ფუნქციების შესრულებაში პროფესიონალური დახმარება მიიღოთ, აუთსორსინგი თქვენთვის შესაფერისი არჩევანია. ამ კურსში ისწავლით, როგორ გადაწყვიტოთ რომელი ამოცანების გადაცემა ღირს გარე გუნდებისთვის, რა სარგებელს გაძლევთ ეს მიდგომა და როგორ უზრუნველყოთ ამ ტიპის პროექტების ეფექტური მართვა. კურსის ავტორია მაია შიშნიაშვილი, საკონსულტაციო კომპანია Innova-ს მმართველი პარტნიორი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში

თანამშრომელთა მენტალური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება კომპანიის პროდუქტიულობასა და გუნდის საერთო კლიმატზე. ამ კურსში ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ:

  • რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • როგორ ამოიცნოთ მისი პრობლემები;
  • როგორ უმკლავდება ორგანიზმი სტრესს;
  • რა როლი აქვს ძილსა და კვებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში;
  • როგორ აირიდოთ პროფესიული გადაწვა და გამოიყენოთ ემოციები კარგად ყოფნისთვის და სხვა.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

მომსახურების მართვა

ეფექტური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტული უპირატესობაა. ამ კურსით ისწავლით, როგორ განავითაროთ მომსახურების ხარისხი, როგორ მართოთ მომსახურე პერსონალი და როგორ დანერგოთ მომსახურების მართვის სტრატეგიები კომპანიაში. ამასთან, გაეცნობით მომსახურების 7 ოქროს წესს, რომელიც მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად აუცილებელია. კურსის ავტორია პაატა პაპავა, კომპანია TeamBoat-ის მმართველი პარტნიორი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში

ცვლილებების ეფექტური მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. კურსში ისწავლით, როგორ მოამზადოთ ორგანიზაცია ცვლილებებისთვის, როგორ გადალახოთ წინააღმდეგობები და როგორ გამოიყენოთ ცვლილება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კურსს უძღვება თინათინ რუხაძე, გამოცდილების მქონე მენეჯმენტის კონსულტანტი და ლიდერობის ტრენერი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარია

11.06.2025.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7306 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1189 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა