მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

საქართველოს ბანკი Step Energy-სთან პარტნიორობით რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

news image

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, Step Energy-სთან  პარტნიორობით, საქართველოს ბანკის ფილიალების მზის ელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო.

Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს 2020 წლიდან სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. კომპანიამ თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ, ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შესთავაზა. ახლა კი  მომხმარებელს ენერგიის დამაგროვებლების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც სთავაზობს.

“საქართველოს ბანკთან ერთად პროექტი 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და პარტნიორი კომპანიისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკისთვის,   წლიურად დაახლოებით 4,400,000 კვტ.სთ ენერგიის მიწოდებას გულისხმობს. უშუალოდ Step Energy-სთან პარტნიორობით მიღებული ენერგია რეგიონებში საქართველოს ბანკის ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ს დაფარავს. ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე. Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის ელექტროსადგურების და ენერგიის დამაგროვებლების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში“,- აცხადებს Step Energy -ს თანადამფუძნებელი, მარკ სანდლერი.

"საქართველოს ბანკის როლი გარემოს დაცვის საკითხში ძალიან დიდია. აღნიშნული პროექტი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით როგორც საოპერაციო საქმიანობის, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ასევე მწვანე დაფინანსების გზით. განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ სათბური აირების ემისიებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან -  შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიქცეთ მაგალითად სხვა ორგანიზაციებისთვის და ეფექტიანად ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს“,- აცხადებს ლიზი შუბითიძე, საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.

„Step Energy-სთან პარტნიორობა წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბანკის ოპერაციული მდგრადობის გაძლიერებასთან. რეგიონულ ფილიალებში უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებად ენერგიაზე გადასვლა ნიშნავს, არა მხოლოდ ნახშირბადის კვალის შემცირებას, არამედ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. ეს პროექტი თანამედროვე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ჩვენს არსებულ ინფრასტრუქტურაში წარმატებული ინტეგრაციის ნათელი მაგალითია და საფუძველს უყრის მომავალში განახლებადი ენერგიის წყაროების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას ჩვენს ქსელში“, -აცხადებს გიორგი დვალიძე, საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკი ESG ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, რადგან მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულად გადასვლას. მწვანე დაფინანსების, ენერგოეფექტურობისა თუ ნარჩენების მართვის გზით კი საქართველოს ბანკი ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელის მოცულობამ 1,024 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები

11.03.2026.10:00

FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

რა არის FTSE 100?

FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.

ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group.  FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა