მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საქართველო დუბაისა და სტამბოლთან ერთად ბუნებრივად ფორმირდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში

news image

2025 წელი Mastercard-ისთვის საქართველოში არამხოლოდ საბარათე ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნების, არამედ ფინანსური ინფრასტრუქტურის სიღრმისეული ტრანსფორმაციის წელი გახდა. აქტიური სადებეტო ბარათების ბაზრის 54%-იანი წილით, ორნიშნა ზრდით და უსაფრთხოებაზე, AI-სა და ციფრულ გადახდებზე გაზრდილი ინვესტიციებით. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ საქართველო დუბაისა და სტამბოლთან ერთად ბუნებრივად ფორმირდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად.

უფრო დეტალურად, როგორც აფასებს  Mastercard-ი საქართველოში ოპერირების მიმდინარე მაჩვენებლებს და რა გეგმებს ამუშავებს 2026 წლისთვის, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძეს ესაუბრა.

- როგორც აფასებს Mastercard-ი საქართველოში მუშაობის 2025 წლის შედეგებს? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და რა გამოწვევებს შეხვდა კომპანია მიმდინარე წელს?

- 2025 წელი Mastercard-ისთვის საქართველოში იყო ზრდის, ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო გამყარების და ამბიციური როლის მორგების წელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 10.6 მილიონს გადასცდა, საიდანაც 5.73 მილიონი Mastercard-ზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ საბარათე ბაზრის 54% კვლავ ჩვენს სისტემაზეა კონცენტრირებული, ხოლო წლიური ზრდა 15.8%-ს აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ლიდერობას არ ვინარჩუნებთ, არამედ ვზრდით მასშტაბსაც და სანდოობასაც. 

წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიგვაჩნია ის, რომ Mastercard სულ უფრო მეტად ხდება ცოდნისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრი - თბილისში გავზარდეთ გუნდი, რომელიც უკვე არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მეზობელ ბაზრებსაც ემსახურება.  ამასთან ერთად, გავაუმჯობესეთ პრემიუმ სეგმენტის გამოცდილება (Top|Card Black Edition, Mastercard Corporate Card) და გავამრავალფეროვნეთ ტურიზმთან დაკავშირებული შეთავაზებები, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმის, Priceless.com-ის საქართველოს ინტეგრირებით. 

გამოწვევები ძირითადად ორი მიმართულებით იყო: ერთი მხრივ, სწრაფად ცვალებადი მაკროეკონომიკური და რეგულაციური გარემო, მეორე მხრივ კი, მსოფლიოში არსებული კიბერთაღლითობის მზარდი პრობლემა. ეს გვაიძულებს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უსაფრთხოებაში, AI-ზე დაფუძნებულ ანალიტიკასა და მომხმარებლის განათლებაში. ჩვენი მიზანია, რომ ზრდა იყოს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი. 

- რომელი მიმართულებები აღმოჩნდა ყველაზე პერსპექტული Mastercard-ისთვის 2025-ში და სად დაინახეთ ყველაზე მეტი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა?

- 2025 წელს ყველაზე დინამიკური მიმართულებები იყო: უნაღდო გადახდები, ტურიზმთან დაკავშირებული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესების სერვისები და AI/მონაცემებზე დაფუძნებული სერვისები. საქართველოში მომხმარებელი ძალიან სწრაფად იღებს ციფრულ სიახლეებს, სწორედ ამიტომ, ბარათებით და მობილური საფულეებით გადახდამ პირველად გადააჭარბა ტრადიციულ გადახდის ფორმას. 

მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უცხოელი Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალურად შექმნილი პლატფორმა www.mcpassport.ge სადაც უამრავი შეთავაზება, სასარგებლო ინფორმაციები და ფასდაკლებები ერთიანდება, რაც, ვფიქრობთ, Mastercard-ის მომხმარებელ ტურისტებს ძალიან გაუმარტივებთ საქართველოში მოგზაურობას.

ძლიერი მიმართულება არის ასევე ცოდნაზე დაფუძნებული ინიციატივები. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი, რომელიც Mastercard-მა და AI Hub ნებულამ პარტნიორებთან ერთად შექმნეს, რათა მომავალ თაობას მისცენ საქართველოში შექმნილი, მაგრამ გლობალურ სტანდარტებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური განათლება. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ საქართველოს ბაზარი მზად არის როგორც პროდუქტიული, ასევე ცოდნაზე ორიენტირებული. 

- თუ მიმოქცევაში არსებული Mastercard-ის ბარათების მონაცემებს დავაკვირდებით, ზრდა აშკარაა. ბაზრის კიდევ უფრო გასაფართოებლად რა სტრატეგიებს ან ინიციატივებს ამუშავებს კომპანია?

- ბარათების რაოდენობრივი ზრდა ჩვენთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სტრატეგიულად ორიენტირებული ვართ სამი მიმართულების გაძლიერებაზე. პირველი, ესაა ჩართულობის გაღრმავება, ჩვენი სურვილია, რომ ბარათები უფრო ხშირად და უფრო მრავალ სცენარში გამოიყენონ ჩვენმა მომხმარებლებმა. იქნება ეს ყოველდღიური გადახდები, ტრანსპორტი, კომუნალური, ონლაინ სერვისები თუ მცირე ტრანზაქციები. მეორე, ესაა რეგიონის დიჯიტალიზაცია. ჩვენი მიზანია, რომ ციფრული გადახდების კომფორტი მხოლოდ დიდი ქალაქებით არ შემოიფარგლოს. პარტნიორ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ POS-ინფრასტრუქტურის, ონლაინ გადახდებისა და მერჩანტების განათლების გაძლიერებაზე რეგიონებში. მესამე და უმნიშვნელოვანესი, ესაა უსაფრთხოება და ნდობა - რაც უფრო სწრაფად იზრდება ბარათების რაოდენობა, მით უფრო კრიტიკულია, რომ უსაფრთხოების სტანდარტი იყოს უპრეცედენტოდ მაღალი.

ბაზრის კიდევ უფრო გასაფართოებლად, ჩვენ ორიენტირებულები ვართ არა მხოლოდ ახალი ბარათების გამოშვებაზე, არამედ ახალ გამოცდილებებზე. მაგალითად, ტოკენიზაციაზე, მობილურ საფულეებზე, ონლაინ გადახდებზე და იმაზე, რომ მომხმარებელმა გადახდა აღიქვას როგორც შეუმჩნეველი, მაგრამ თავისი ყოველდღიურობის დაცული ნაწილი. 

- რა პრიორიტეტული როლი უკავია პარტნიორ ბანკებს Mastercard-ის ზრდის სტრატეგიაში საქართველოში და არის თუ არა დაგეგმილი ახალი ტიპის ერთობლივი პროდუქტები?

- ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს: Mastercard საქართველოში არ არის ცალკე მდგომი კომპანია, ჩვენ ვიზრდებით მხოლოდ პარტნიორებთან ერთად. პარტნიორი ბანკები არიან ის არხი, რომლის მეშვეობითაც გლობალური ტექნოლოგია კონკრეტულ მომხმარებლამდე და ბიზნესამდე მიდის.

2026 წლიდან ვხედავთ ახალ ტალღას, პროდუქტებს, რომლებიც გააერთიანებენ სამომხმარებლო და ბიზნეს-ღირებულებებს; მაგალითად, SME-ებისთვის მორგებულ კორპორაციულ ბარათებს, AI-პერსონალიზებულ შეთავაზებებსა და ციფრულ ლოიალურობის პროგრამებს. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელია ძლიერი ადგილობრივი ბანკების გარეშე და ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვაშენებთ ახალი თაობის ფინანსურ ინფრასტრუქტურას.  

- როგორ უწყობთ ხელს მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული გადახდების განვითარებაში და იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით სპეციალური პროგრამების გაძლიერება?

SME სექტორი საქართველოს ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩვენი ხედვით კი, ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის მთავარი მამოძრავებელი. თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ციფრული გადახდები, უკვე აღიქმება როგორც ეკონომიკური ზრდის ახალი სტიმული. Mastercard-ის როლი SME-ების მიმართულებით რამდენიმე შრეზე ნაწილდება. უპირველესი, ესაა ინფრასტრუქტურა. პარტნიორ ბანკებთან და პროვაიდერებთან ერთად ვზრდით POS-წერტილების რაოდენობას, ვამარტივებთ ონლაინ-გადახდების ინტეგრაციას და ვეხმარებით ბიზნესებს, მიიღონ უნაღდო გადახდის შესაძლებლობა იქ, სადაც მომხმარებელი უკვე არის, იქნება ეს ოფლაინ, ონლაინ თუ მობილურზე.

შემდეგი, შრე, ესაა კონსულტაცია და ანალიტიკა. ჩვენი სერვისების გუნდი ადგილობრივად მუშაობს ბანკებთან და მაღალშემოსავლიან მერჩანტებთან, რათა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით გაზარდონ გაყიდვები, ლოიალურობა და მარჟა.  

და ცხადია, კიდევ ერთი ეტაპია განათლება და კადრების განვითარება. AI სრულ კურსთან და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას მივცეთ უნარები, რომლებიც სჭირდებათ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ეკოსისტემაში წარმატებისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესების შექმნისა და მასშტაბირებისთვის.

2026-ში SME-ების მიმართულებით ვგეგმავთ როგორც არსებული პროგრამების გაძლიერებას, ასევე ახალი, კონკრეტულ სექტორებზე (ტურიზმი, ჰოსპიტალობა, ელექტრონული კომერცია) მორგებული ინიციატივების გაშვებას.

- 2025 წელს Mastercard-მა გააქტიურა შეთავაზებები ტურიზმის მიმართულებით. როგორ აფასებს კომპანია როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის დინამიკას და უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი ახალ კამპანიებს 2026 წელს?

- ტურიზმი საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორია, არამედ ქვეყნის ბრენდისა და საერთაშორისო აღქმის მნიშვნელოვანი არხიც. Mastercard-მა სწორედ ამიტომ გააქტიურა ორი მიმართულება: შემომყვანი ტურიზმი - საქართველოს, როგორც საინტერესო მიმართულების წარდგენა გლობალურ პლატფორმებზე და გამყვანი ტურიზმი - ქართველი მოგზაურებისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

2024-ში საქართველო უკვე შეუერთდა Mastercard-ის გლობალურ პლატფორმას Priceless.com, რაც გვაძლევს საშუალებას, დავუკავშირდეთ ნახევარ მილიარდზე მეტ მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ უნიკალური, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შექმნილი გამოცდილებები. ამასთან ერთად, როგორც აღვნიშნე, უცხოელი Mastercard- ბარათის მფლობელებისთვის შევქმენით სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები ქართულ მერჩანტებთან, რაც პირდაპირ უწყობს ხელს იმ სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული ობიექტების შემოსავლის ზრდას, რომლებიც პროექტში არიან ჩართული. 

2026-ში ამ მიმართულებით იქნება როგორც ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ასევე უკვე არსებულ კამპანიების გაღრმავება, მეტი მიმართულება Priceless პლატფორმაზე, მეტი ლოკალური მერჩანტი სპეციალური შეთავაზებებით და უფრო ციფრულად მართული ტურისტული გამოცდილება. ჩვენი ხედვა მარტივია: Mastercard უნდა იყოს ხიდი, რომელიც საქართველოში შემოსულ და საქართველოდან გამომავალ ტურისტებს უკეთეს ფინანსურ და ემოციურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

- განიხილავს თუ არა Mastercard საქართველოს როგორც რეგიონულ ჰაბს სამხრეთ კავკასიაში?

- საუბარი მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე აღარ არის, ეს უკვე ბევრად უფრო ფართო გეოგრაფიაა. Mastercard-ის გეგმის მიხედვით, საქართველო ბუნებრივად ფორმირდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად დუბაისა და სტამბოლთან ერთად. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოდან დაიფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი. 

თბილისში უკვე ფუნქციონირებს რეგიონული გუნდი, რომელიც პასუხს აგებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ბაზრების - კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნების მხარდაჭერაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ მომხმარებლის ბაზარი აღარ არის; ის ხდება ცოდნის, ინოვაციისა და სერვისების ექსპორტიორი. ჩვენი ხედვა ძალიან მკაფიოა: საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ინოვაციები პირველად ინერგება რეგიონში, იტესტება და შემდეგ მასშტაბირდება მეზობელ ბაზრებზე.

- არის თუ არა დაგეგმილი რეგიონული პროექტების გადმოტანა ან გაფართოება საქართველოზე?

- ფაქტობრივად ეს უკვე მიმდინარეობს. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ესენია ტურიზმი და Priceless პლატფორმა. საქართველოს დამატება Priceless.com-ზე ნიშნავს, რომ რეგიონული და გლობალური კამპანიების ნაწილი უკვე საქართველოში გენერირდება და შემდეგ სხვა ბაზრებზე ვრცელდება.  

აღსანიშნავია, ასევე, AI და ჰიპერპერსონალიზაცია. Dynamic Yield-ის, AI-ზე დაფუძნებული ჰიპერპერსონალიზაციის პლატფორმის დანერგვა ერთ-ერთ ქართულ პარტნიორთან, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველო ხდება საცდელი გარემო იმ ინოვაციებისთვის, რომლებიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება.

ამ მოდელის ლოგიკა მარტივია: პირველად - საქართველო, შემდეგ - რეგიონი. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ინიციატივები არა მხოლოდ „გადმოვიდეს“ საქართველოს ბაზარზე, არამედ სწორედ აქ დაიხვეწოს და გახდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისათვის.

- როგორია Mastercard-ის 2026 წლის სტრატეგიული გეგმები საქართველოსთან მიმართებით?

- თუ ერთ წინადადებაში უნდა შევაჯამო, 2026 წლის სტრატეგიაა: უფრო მეტი საქართველო Mastercard-ის გლობალურ რუკაზე და უფრო მეტი Mastercard საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს ბაზრის გაღრმავებას, ჰაბის როლის გაძლიერებას, ტურიზმისა და ექსპორტის მხარდაჭერას, ფინტეკისა და სტარტაპების ეკოსისტემის გაძლიერებას. 

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემის განვითარების ტემპს და რომელ მიმართულებებში ხედავს Mastercard დამატებითი ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას?

- საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემის განვითარების ტემპი, ჩვენი შეფასებით, არის „წინმსწრები“, ანუ უფრო სწრაფი, ვიდრე პატარა ბაზრისგან შეიძლება გვქონოდა მოლოდინი. ქართული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში ციფრული გადახდების, მომხმარებლის სიმწიფისა და ტექნოლოგიებისადმი მიმღებლობის მხრივ. ინოვაციის შესაძლებლობებს ვხედავთ რამდენიმე მიმართულებით. ესენია ბიომეტრია და ციფრული იდენტობა, FacePay, Passkey, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია და სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას სთავაზობს „შეუმჩნეველ“, მაგრამ დაცვის დამატებით ფენას. ასევე, უნდა ვახსენოთ AI-ზე დაფუძნებული ფინანსური სერვისები, თაღლითობის აღმოჩენა, ქცევის ანალიზი, ჰიპერპერსონალიზებული შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს Live-რეჟიმში აწვდიან მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. და ცხადია ტოკენიზაცია და Multi-Token Network, ციფრული აქტივებით (სტეიბლკოინები, ტოკენიზებული აქტივები) გადახდების უსაფრთხო და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურის შექმნა. 

საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ აქ ინოვაციები ძალიან სწრაფად ინერგება და როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებელი სიახლეს მარტივად იღებს. ეს ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც ფინტეკ-ინიციატივები შეიძლება ჯერ საქართველოში დაიტესტოს და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.  

- გეგმავს თუ არა Mastercard საქართველოში ახალი ტექნოლოგიების (მაგალითად, ტოკენიზაცია, ბიომეტრიული გადახდები, ღრუბლოვანი პეიმენტები ან AI-ზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემების) დანერგვა ან გაფართოებას?

- გლობალურ დონეზე Mastercard უკვე მუშაობს იმაზე, რასაც ჩვენ „შემდეგ თაობის გადახდებს“ ვუწოდებთ. ეს გულისხმობს ტოკენიზაციას, ბიომეტრიას, AI-სა და ბლოკჩეინს ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანებას. წელს კომპანიამ წარმოადგინა Agent Pay, GenAI-ზე დაფუძნებული აგენტური გადახდების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, მომხმარებლის სახელით განახორციელონ უსაფრთხო და პერსონალიზებული ტრანზაქციები.  

საქართველოში ამ ინოვაციებს უკვე ორი გზით ვიმუშავებთ. პირველი ესაა უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია. აქ ვსაუბროთ AI-ზე დაფუძნებულ,  რეალურ დროში მონიტორინგზე, რომელიც ბარათის მფლობელზე ადრე ამოცნობს საეჭვო ქცევას და ამცირებს ფინანსური დანაკარგების და ნდობის გაქრობის რისკებს. მეორეა მომხმარებლის გამოცდილების ტრანსფორმაცია. ბიომეტრიული გადახდები, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია, FacePay და Passkey ტიპის გადაწყვეტილებები, სადაც ბარათის მონაცემები ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში დაცულად ინახება, ხოლო მომხმარებელი გადახდას ახორციელებს თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობით ან ერთ-ერთი „უხილავი“ მეთოდით.  

ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიები საქართველოში მხოლოდ როგორც „გლობალური ტენდენცია“ არ იყოს წარმოდგენილი. გვინდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ამ ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება - როგორც ბანკებში, ისე ფინტეკ-საინდუსტრიო და მცირე-მიზნობრივ პროდუქტებში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება

20.02.2026.15:24

ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ის ყურადღების ცენტრში Lion Finance (BGEO) ექცევა, რომელზედაც გამოცემამ ვრცელი სტატია მოამზადა

სტატიის თანახმად, თუ Lion Finance (BGEO)-ის აქციები უახლოეს დღეებში £105-ს მიაღწევს, მარტის რებალანსირებისას მისი FTSE 100-ში დამატება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება.

მაშინაც კი, თუ აქციის ფასი განსხვავებული მიმართულებით შეიცვლება, რაც ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებისა და სამ წელზე ნაკლებ დროში გაოთხმაგების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა -  FTSE 100-ში გადასვლა, როგორც ჩანს, უფრო დროის საკითხია.

აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ის განახლებული სია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.

£4.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც ინდექსის დაახლოებით მე-90 კომპანია - Burberry (BRBY). ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში Beazley (BEZ) და Schroders (SDR) ინდექსიდან გასვლით ადგილს გაათავისუფლებენ.

„მარტში მოხდება, ივნისში თუ სექტემბერში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,“ - განუცხადა  Investors’ Chronicle-ს Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Lion Finance Group, რეგიონულ ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მსხვილ მოთამაშედ ყალიბდება. ჯერ კიდევ 2022 წელს მხოლოდ £500 მილიონს შეადგენდა. 

თუ Lion Finance შეუერთდება FTSE 100-ს, მაშინ არჩილ გაჩეჩილაძე  FTSE 100-ის ფარგლებში ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს. 

Investor's Chronicle არჩილ გაჩეჩილაძეზე წერს, რომ ის 17 წლის ასაკში პრესტიჟულ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მას აკადემიური კარიერა უნდა გაეგრძელებინა.

თუმცა როდესაც მისმა ორივე მეცნიერმა მშობელმა სამსახური დაკარგა, მან სტაბილურობისთვის ბიზნესის გზა აირჩია. ფინანსების მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია აშშ-ში - MBA-ის გასავლელად, იმუშავა ბრიტანულ კერძო კომპანიაში და მოკლე ხნით TBC Bank-ში (TBCG), რომელიც Lion Finance-ის ყველაზე ახლო ქართული კონკურენტია, იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს შეუერთდა Bank of Georgia-ს, როგორც კორპორაციული ბანკინგის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომუნალური მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის კომპანიებს — მაშინდელი BGEO Group-ის ქოლგის ქვეშ.

2018 წელს BGEO ორად გაიყო. საბანკო ოპერაციას ეწოდა Bank of Georgia, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში დალისტულ საინვესტიციო კომპანიას Georgia Capital (CGEO). რვა წლის შემდეგაც Georgia Capital რჩება Lion Finance-ის უმსხვილეს აქციონერად 16.9%-ით, თუმცა „დემერჯერის“ პირობების მიხედვით, მას დირექტორთა საბჭოში ადგილი არ აქვს და შეთანხმებულია, რომ ხმას ბანკის პოზიციის შესაბამისად მისცემს, რაც რეალურ კონტროლს ფაქტობრივად გამორიცხავს.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა