მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7079.7
0.0032
flag
AZN 1.5958
-0.0001
flag
CNY 38.094
-0.0002
flag
EUR 3.155
-0.0122
flag
GBP 3.6422
-0.0041
flag
KZT 50.22
0.0002
flag
TRY 0.065
-0.0001
flag
USD 2.7128
-0.0002

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 676 ათასი ადამიანია - ფონდი

news image

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 676 ათასი ადამიანია. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 23,784-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 105.8 მლნ ლარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

08.10.2025.17:32

ლონდონში, გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.

ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:

„საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში" და „საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში”.

„ეს ჯილდო ადასტურებს ლიბერთის სტრატეგიულ ხედვას - გავაგრძელოთ ინვესტირება ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებში.

ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია - ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც  ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია“, - აცხადებს ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვარ, რომ Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია პროდუქტების განვითარების გარდა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ინოვაციური არხების გამოყენებისა და გამოცდილების გაუმჯობესების პროცესიცაა.

ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას.

კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტური, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია - მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა”- ამბობს თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

Global Finance-ის ჯილდოები მსოფლიოს ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა და ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა